"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ცსკა-ს სტადიონი საუკეთესოა მათ შორის, რომელზეც მის გუნდს რუსეთში უთამაშია.
"წითლებმა" საკმაო დრო მოანდომეს რუსეთის დედაქალაქში ახალ პირობებთან შეგუებას, თუმცა მოურინიო ნანახით კმაყოფილი დარჩა.
"იუნაიტედი" დღეს A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ და კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებას ეცდება, პორტუგალიელს კი ამისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საკადრო პრობლემას.
"კარგი, მშვენიერი სტადიონია, აბსოლუტურად მშვენიერი და მოედანიც კარგად გამოიყურება, ალბათ, საუკეთესოა მათ შორის, რომელზეც რუსეთში მითამაშია".
გუნდი მოსკოვში ორშაბათს, ჩვეულებრივზე ერთი დღით ადრე ჩაფრინდა, რათა მატჩისთვის მოსამზადებელი დრო გაეზარდა.
როცა ჰკითხეს, ნაადრევი ფრენა დასაფარი მანძილით იყო თუ არა განპირობებული, მწვრთნელმა უპასუხა: "დიახ და ერთად კარგად ვგრძნობთ თავს, ასე რომ, ვემზადებით მატჩისთვის, ვართ ერთად და აქცენტირებული ვართ ამ ბოლო კვირაზე მორიგი სანაკრებო პაუზის წინ".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.