თბილისი:
მანჩესტერი:
27-09-2017, 12:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1680,
კომენტარები: 7
ჟოზე: "სხვადასხვა სტილი სირთულეს იწვევს"
მოურინიო ცვლილებებით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ნებისმიერ სახის სცენართან გამკლავება უნდა შეძლოს მატჩის მიმდინარეობისას.

კარგ ფორმაში მყოფი წითლები მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან და მათ შორის გამარჯვებით დაასრულეს "საუთჰემპტონთან" ბოლო შეხვედრაც, რომლის მოსაგებად რომალუ ლუკაკუს ერთადერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში ბევრი სხვა მატჩისგან განსხვავებით, "იუნაიტედს" ბრძოლა მოუხდა "სენტ მერიზე" გასამარჯვებლად და მწვრთნელს მიაჩნია, რომ მისი მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ გუნდს მოხვიონ თავს საკუთარი თამაში, როცა მოედანზე რთული სცენარით ვითარდება მოვლენები.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მოსკოვის ცსკა-სთან გასამართი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინომ განაცხადა: "კარგად თამაშს ვცდილობთ, მაგრამ მატჩის ზოგიერთ მომენტში, თუ მეტოქეს გარკვეული უპირატესობა აქვს, ისეთივე მყარები უნდა ვიყოთ, როგორც "საუთჰემპტონთან". მატჩის რთულ მომენტებს უნდა გავუმკლავდეთ.

ვფიქრობ, ეს ჩვენი ხარისხისა და ყოველთვის სასურველი დომინირების შერწყმაა და ასევე მიღება იმ მაღალი დონის ფეხბურთისა, რომელიც მეტოქის სიძლიერის შემთხვევაში არსებობს. ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ".


როცა ჰკითხეს, თუ რა არის სეზონის საწყის ეტაპზე მოპოვებული წარმატებების მიზეზი, მწვრთნელმა უპასუხა: "ამ სახის წარმატების გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ამის გამუდმებული მცდელობა ის არის, რასაც ვაკეთებთ".
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
27 სექტემბერი 2017 12:59
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
აღარ ტინგიცობს თუ მეჩვენება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: SANDROGRIGA
27 სექტემბერი 2017 13:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს მოსაგები თამაშია, შეიძლება ითქვას კარგ დროს გვიწევს ცეესკასთან დაპირისპირება და არ შეიძლება ქულების დაკარგვა
0
№3
ავტორი: dachi_mu
27 სექტემბერი 2017 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
naklebia ra :D
0
№4
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
დღეს უნდა მოვიგოთ ჟოზე
0
№5
ავტორი: giorgi_mg
27 სექტემბერი 2017 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: manubro
აღარ ტინგიცობს თუ მეჩვენება?

აშკარად დაღვინებულია :)
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 სექტემბერი 2017 16:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: manubro
აღარ ტინგიცობს თუ მეჩვენება?

რაც აქაა ვეღარ ვცნობ ამის განცხადებებს. დაკაცდა wink
0
№7
ავტორი: stepno
28 სექტემბერი 2017 10:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
kargisken sheicvala mou dadinjda

kargisken sheicvala mou dadinjda
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top