"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა "იუნაიტედის" პრემიერ ლიგური კალენდრის გამო ,იმის გათვალისწინებით ,რომ "იუნაიტედი" რამდენიმე ფრონტზე თამაშობს,მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც.ამ ინფორმაციას იტყობინება The Telegraph.
წყაროს ინფორმაციით, "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და პრემიერ ლიგის მატჩებს შორის მომზადების და დასვენების დროდ 196 საათი აქვს, როცა "ლივერპულს" 321, "ტოტენჰემს" - 290, "ჩელსის" - 250 და "მანჩესტერ სიტის" - 219. მაგრამ ეს დრო შეიძლება გაიზარდოს თუ მანჩესტერულ დერბის უფრო გვიან გადაიტანენ.
"იუნაიტედი" 30 სექტემბერს "კრისტალ პალასთან" ითამაშებს. "ლივერპული" კი თავის მატჩს 1 ოქტომბერს "ნიუკასლთან" გამართავს. ამას ისიც დავუმატოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მატჩს დღეს მართავს.
მოურინიომ გრაფიკზე წინა სეზონშიც გამოხატა უკმაყოფილება,როცა მისი გუნდი ევროპის ლიგაზე თამაშობდა.