''მანჩესტერ იუნაიტედი'' ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას ჩაატარებს, სადაც სტუმრად ''ცსკა მოსკოვს'' დაუპირისპირდება. მაიკლ კერიკი და მარუან ფელაინი მიღებული მცირე ტრამვების გამო, თამაშს ვერ შეძლებენ. მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ასევე პოგბა, რომელმაც ტრამვა ჯერ კიდევ ვერ მოირჩინა, საბოლოოდ ''იუნაიტედს'' 3 ნახევარმცველი დააკლდება. ჟოზე მოურინიომ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
''მე არ მეყოლება ფელაინი, პოგბა და მაიკლ კერიკი. ეს ის 3 ნახევარმცველია, რომლის გარეშეც მოგვიხდება მატჩის ჩატარება. ჩვენ არ დაგვრჩა ბევრი ვარიანტები ნახევარდაცვაში, ამიტომ ინდივიდუალურ თამაშზე არ უნდა ვიფიქროთ და უნდა ვითამაშოთ მაქსიმალურად გუნდურად. ჩვენ გვსურს გამარჯვება და მორიგი 3 ქულა, ამისთვის თამაშის მაღალი ხარისხი და კარგი ბალანსი უნდა ვაჩვენოთ.''-თქვა ჟოზემ.
''როდესაც განმეორებით ვნახე ფელაინის მომენტი, სწორედ მაშინ გავიაზრე, თუ რამდენად სერიოზულ ტრამვას გადაურჩა იგი. ჩემი აზრით მარუანი დიდ ხანს არ იუქმებს.''
''მე მითამაშია ''ცსკა''-ს წინააღმდეგ აქამდეც, როდესაც ვწვრთნიდი ''რეალ მადრიდს'', ''ინტერს'' და ''ჩელსის''. ახლა, მათ ვუპირისპირდები ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად, ასე რომ ''ცსკა'' ახალი არაა ჩემს კარიერაში. ყოველთვის მიხარია მოსკოვში ჩამოსვლა, ეს ქალაქი ულამაზესია და ყოველ ჩამოსვლაზე უფრო და უფრო ლამაზდება. ჩემი აზრით ხვალ ''ცსკა'' შეეცდება თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინოს, ვფიქრობ რთული მატჩი გველის.''- განაცხადა მოურინიომ.