"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელ გარეთ ბერის პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობაში რეკორდის დამყარება მიულოცა.
"გამარჯობა გარეთ, გილოცავ იმას, რომ პრემიერ ლიგაში ჩემი რეკორდი დაამხე. ეს დიდი მიღწევაა. მე ვიცი, რომ შენ პროფესიონალი ხარ. ამდენი მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარება-უდიდესი სამუშაოა. იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი მატჩი გექნება."-განაცხადა გიგზმა.
შეგახსენებთ, რომ "არსენალთან" ჩატარებული მატჩი ბერისთვის პრემიერ ლიგაში 633 -ე გამოდგა. გარეთ ბერის პრემიერ ლიგაში დებიუტი 1998 წლის 2 მაისს, “ასტონ ვილასა” და “შეფილდ უენსდის” მატჩში შედგა.