ჟოზე მოურინიო გუშინდელი მატჩის დროს ტრიბუნაზე გააძევეს.
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრის დროს, სადაც ერთმანეთს "საუთჰემპტონი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უპირისპირდებოდნენ, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მთავარმა არბიტრმა, კრეიგ პოუსუნმა ტრიბუნაზე გაუშვა.
მატჩის შემდგომ პორტუგალიელმა განაცხადა, რომ არ იცის, თუ რის გამო დაისაჯა იგი:
"არ ვიცი, არ ვიცი. კრეიგმა მითხრა წავსულიყავი და მეც წავედი." როგორც Manchester Evening News-ი იუწყება, პორტუგალიელის დასჯის მიზეზი ტექნიკური ზონა გადაკვეთა აღმოჩნდა. მოურინიო ანდერ ერერას მითითებებს აძლევდა, რის დროსაც ტექნიკური ზონიდან გავიდა.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთელი გასულ სეზონში FA-მ ორჯერ დააჯარიმა. "ლივერპულთან" გასვლაზე ჩატარებული მატჩის წინ მოურინიო წესების საწინააღმდეგოდ მოიქცა და მთავარ მსაჯზე, ენტონი ტეილორზე, რომელიც მანჩესტერის მოქალაქეა, კომენტარი გააკეთა. ჟოზეს აზრით, მსაჯს იმ შეხვედრაში თავის სამუშაოსთან გამკლავება ზეწოლის გამო უნდა გასჭირვებოდა.
შესაბამის ბრალდებას პორტუგალიელი დათანხმდა, რის გამოც 50 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და გააფთხილეს, რომ მომავალში მსგავსი გამოთქმებისგან თავი უნდა შეიკავოს.
დამოუკიდებელმა კომისიამ ცალკე განიხილა მოურინიოს მიერ მარკ კლატენბურგის, "ბარნლისთან" მატჩის მთავარი მსაჯის მიმართა შესვენებაზე ნათქვამი შეურაცხმყოფელი სიტყვები.
მოურინიომ ამავე შემთხვევაშიც აღიარა ბრალი, რის გამოც 8 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.