თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2017, 13:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2019,
კომენტარები: 7
"იუნაიტედის" სკაუტები "სელტიკის" მატჩს დაესწრნენ
"წითლების" სკაუტები შოტლანდიას ეწვივნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ აგრძელებს "სელტიკის" ახალგაზრდა ფეხბურთელ კირენ თირნიზე დაკვირვებას და "დანდისთან" მატჩში სკაუტები გაგზავნა.

"წითელი ეშმაკების" ნიჭიერი სკაუტი "დენს პარკის" ტრიბუნებიდან აკვირდებოდა 20 წლის ფეხბურთელს, რათა ჟოზე მოურინიოს მუდმივად არსებული მარცხენა მცველის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს.

შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დიდი ხანია იმყოფება ინგლისური გრანდის რადარზე და "იუნაიტედის" წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პსჟ-სთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდნენ, რომელიც "სელტიკმა" 5-0 წააგო.

"ჰიბსის" ყოფილმა მწვრთნელმა და ბი-ბი-სის ამჟამინდელმა ესქპერტმა ალან სტაბსმა აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლებს რამდენიმე სეზონის განმავლობაში აქტიურად ხედავს "სელტიკის" მატჩებზე.

"სელტიკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ჰართსონი კი ბოლო პერიოდში აცხადებდა, რომ პორტუგალიელმა შოტლანდიური კლუბის გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი ნომერ პირველ სამიზნედ აქცია.

"გავიგე, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი სამიზნეა, მაგრამ მე რომ ბრენდან როჯერსი ვყოფილიყავი, მოურინიოს ვეტყოდი, კიდევ ერთი სეზონი დაეცადა, 25-30 მილიონი ფუნტი გადაენახა და "სელტიკის" რიგებში მისთვის თამაშის ეცლია, რადგან მას აქ ასპარეზობა უყვარს", - აცხადებს ჰართსონი.

წყარო: dailyrecord
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
23 სექტემბერი 2017 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ნიჩიერი მოთამაშეა განვითარების პერსპექტივით
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2017 14:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მარცხენა მცველის პოზიცია რო პრობლემურია ფაქტია, შოუს არა და არ დაადგა საშველი, ამიტო ჭირდება გუნდს კარგი განაპირა მცველი
0
№3
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2017 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
არ ვიცი არ მინახავს ამის თამაში
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 სექტემბერი 2017 16:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარჯვენა ფლანგზე რატო არავინ ფიქრობს? გასაგებია რომ ვალენსია გვყავს მაგრამ რამდენი ხანი იდგება კიდევ? ფოსუ-მენსაა ერთი და ისიც განათხოვრებულია
0
№5
ავტორი: stepno
23 სექტემბერი 2017 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაზე დიდი პრობლემა მანჩესტერში ამჟამად მარცხენა მცველი
0
№6
ავტორი: gigi_ryan
24 სექტემბერი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
შოტლანდიაში ფეხბურთი ვერ პროგრესირებს და არამგონია ეს ბიჭი ვარსკვლავებს წყვეტდეს, დანი როუზზე იჩალიჩონ ჯობია
0
№7
ავტორი: Svanchester
25 სექტემბერი 2017 11:22
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის აღმოჩენა კარგია.მაგრამ დონეა საჭირო მანჩესტერში თამაშისთვის ამას რამდენად ექნება სამომავლოდ ეს დონე ვერავინ იტყვის. .სხვა ალტერნატივებიც უნდა არსებობდეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top