"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედს გამოთქვამს, რომ მარკოს როხო გუნდს მალე დაუბრუნდება და მარცხენა მცველის პოზიციაზე მწვრთნელს კიდევ ერთ არჩევანს მისცემს.
არგენტინელი ფეხბურთელი გასული სეზონის ბოლო ნაწილიდან დღემდე ვერ ახერხებს თამაშს, ვინაიდან ფეხის მოტეხილობის შემდეგ გადატანილი ოპერაცია ჯერ კიდევ არ მოშუშებია.
როხოს არყოფნაში დაცვის მარცხენა ფლანგზე არაერთი ფეხბურთელი მოგვევლინა დეილი ბლინდის, მატეო დარმიანის, ეშლი იანგისა და ლუკ შოუს სახით, თუმცა მწვრთნელი იმედს გამოთქვამს, რომ გუნდის მდიდარ რესურსს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატება.
"ჩემპიონთა ლიგაზე მარჯვენა მცველად ეშლი იანგი ვათამაშე და არა ანტონიო ვალენსია. ბოლო მატჩში კი დარმიანი გამოვიყენე, ასე რომ, სამი მარჯვენა მცველი უკვე მყავს, მარცხენა მცველად კი ბლინდმა, იანგმა, დარმიანმა და შოუმ ითამაშეს, ასევე იმედი მაქვს, რომ მარკოს როხოც მალე შემოგვიერთდება.
ასე რომ, თუ ვინ ითამაშებს, დამოკიდებულია იმაზე, რას ვხედავ, რას ვხედავ ვარჯიშზე, რას ვხედავ მეტოქეში და ვცდილობ სწორი არჩევანის გაკეთებას".
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.