ჟოზე მოურინიო აღნიშნავს, რომ ლუკ შოუს მეტი დრო სჭირდება მუშაობისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მოსახვედრად.
მარცხენა მცველმა ხანგრძლივი უქმობის შემდეგ პირველი მატჩი ლიგის თასზე "ბერტონ ალბიონის" წინააღმდეგ ოთხშაბათს ჩაატარა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში შეცვლაზე შესვლით შედეგად ჩაერთო.
პორტუგალიელმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ შოუ "საუთჰემპტონთან" მატჩში შაბათს ვერ ითამაშებს, ვინაიდან ფიზიკური კონდიციები ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ აძლევს პრემიერ ლიგის ზეწოლასთან გამკლავების საშუალებას.
"მან უნდა იმუშაოს, მხოლოდ ეგ არის. თქვენც ნახეთ მატჩი "ბერტონის" წინააღმდეგ, თქვენც ის ნახეთ, რაც მე. თქვენ მეკითხებით, იქნება თუ არა შაბათის მატჩში? არა, არ იქნება. მან უნდა იმუშაოს, უნდა გაუმჯობესდეს.
ექვსი კვირაა არ უთამაშია. ექვსი თვის უთამაშებლობის შემდეგ კი არ ველოდები, რომ ფეხბურთელი მოედანზე გამოვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდება ან 45 წუთის განმავლობაში წინ და უკან ირბენს. ეს უბრალოდ პროცესია, მას დიდი, ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია.
პრემიერ ლიგაში სხვა ფეხბურთელებიც მოიძებნებიან, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და მათი მწვრთნელები ამბობენ, რომ ისინი საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფებიან. ჩვენ საუბარი გვაქვს პრემიერ ლიგის რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეზე. ლუკმა ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხანი უქმობდა ფეხბურთში. ვერ მექნება იმის მოლოდინი, რომ უკან დაბრუნებული ძლიერად იშრომებს", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.