"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ნემანია მატიჩი წლის საუკეთესო გოლის ნომინანტთა შორისაა.
FIFA ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო გოლის ავტორს და გადასცემს ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდოს, რომლისთვისაც წელს პრემიერ ლიგიდან ოლივიე ჟირუც იბრძოლებს.
სერბმა ფეხბურთელმა თავისი გოლი ჯერ კიდევ "ჩელსის" ფეხბურთელობისას გაიტანა ინგლისის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, როცა 27 მეტრიდან ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა უგო ლორისის კარში.
სიის სხვა ნომინანტები კევინ პრინს-ბოატენგი, ალეხანდრო კამარგო, მუსა დემბელე, ავილეს ურტადო, მარიო მანჯუკიჩი, ოსკარინე მასულუკე, ჟორდი მბოულა და ასევე დეინა კასტელიანოსი არიან ქალთან ფეხბურთიდან. გამარჯვებული 23 ოქტომბერს გამოვლინდება.
აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელად პუშკაშის სახელობის ჯილდო პრემიერ ლიგაში 2009 წელს წავიდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში "პორტუს" კარში გატანილი გოლით მოიპოვა აღნიშნული ჯილდო.
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.