თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2017, 17:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1566,
კომენტარები: 6
მოურინიო: "პოგბას არყოფნას არ მივტირი"
პორტუგალიელი თავის სხვა შეგირდებსაც ენდობა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო სულაც არ ითვლის დღეებს პოლ პოგბას დაბრუნებამდე და ფრანგის არყოფნაში ნდობას სხვა ფეხბურთელებს გამოუცხადებს.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიიღო ბარძაყის ტრავმა და მწვრთნელისთვის უცნობია, თუ როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას, მაგრამ ამაზე არ ღელავს, რადგან სხვა ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვს.

ასეთ არჩევანს კი მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი და ახალგაზრდა ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი წარმოადგენენ, რომლებიც შემადგენლობის უცვლელ წევრ ნემანია მატიჩს შეუწყვილდებიან.

"საუთჰემპტონთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ განაცხადა: "წარმოდგენაც კი არა მაქვს, როდის დაბრუნდება, მაგრამ ეს მორიგი კარგი საშუალებაა სხვებისთვისთვის, რომ ითამაშონ და მე თითოეულ მათგანს ვენდობი. ამიტომაც არ ვაპირებ ტირილს ან დღეების დათვლას, თუ როდის დაბრუნდება პოგბა. როცა დაბრუნდება, სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ მანამდე ჩემს ბიჭებს ვენდობი."
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
22 სექტემბერი 2017 18:04
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მე პირადად პოგბას არყოფნა ჯერ არ მიგრძვნია
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2017 18:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მალე დაბრუნდება პოგბა, ფელაინი არ იყო ცუდი მარა რეალურად შედარებაც არ შეიძლება wink
3
№3
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2017 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
იმედია მალე დაბრუნდებაა love
0
№4
ავტორი: tedore
22 სექტემბერი 2017 20:07
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მართალია პოგბა დიდი ძალაა, მაგრამ მასზე არ არის აწყობილი მთლიანად გუნდის თამაში მიუხედავად მისი უმაღლესი კლასისა ის ჯერ ვერ გახდა იუნაიტედის წამყვანი მოთამაშე და ლიდერი. ამიტომაც სრულფასოვნად თუ არა, მისი შეცვლა მოედანზე მაინც შესაძლებელია. არც იგრძნობა დიდად რომ პოგბას გარეშე ვთამაშობთ. ლივერპულთან ალბათ ვერ ითამაშებს, მაგრამ შარშან რო ითამაშა ჩემი აზრით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, რასაც ვაკვირდები დიდ გუნდებთან პოგბას ჯერჯერობით უჭირს ლიდერობა გუნდის და თავისი თამაშის ჩვენება
2
№5
ავტორი: kobinio
22 სექტემბერი 2017 23:21
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: tedore
მართალია პოგბა დიდი ძალაა, მაგრამ მასზე არ არის აწყობილი მთლიანად გუნდის თამაში მიუხედავად მისი უმაღლესი კლასისა ის ჯერ ვერ გახდა იუნაიტედის წამყვანი მოთამაშე და ლიდერი. ამიტომაც სრულფასოვნად თუ არა, მისი შეცვლა მოედანზე მაინც შესაძლებელია. არც იგრძნობა დიდად რომ პოგბას გარეშე ვთამაშობთ. ლივერპულთან ალბათ ვერ ითამაშებს, მაგრამ შარშან რო ითამაშა ჩემი აზრით ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, რასაც ვაკვირდები დიდ გუნდებთან პოგბას ჯერჯერობით უჭირს ლიდერობა გუნდის და თავისი თამაშის ჩვენება

ხო ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის.ასაკის ბრალიცაა სსდღსც,დაღვინდება მალე.ისე ჰერერსსთვის შანსის
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
22 სექტემბერი 2017 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ლივერპულამდე ჩვენ ბიჭებს ვარჯიშები აქვთ. და ეს ვარჯიშები, 3 ქულიანები უნდა იყოს ... და მერე ყველამ, ლივერპული ერთხმად დავამარცხოთ. და პოგბა და იბრა რო დაგვიბრუნდება, მერე უკვე , შვა სეზონი იქნება და ერთიანი ძალებით შეუტევთ ყველაფერს <3 <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top