თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2013, 20:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1811,
კომენტარები: 10
ვიდიჩი: "ტიტულამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა „საუთჰემპტონთან“ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად კარგი პოზიციისა, „იუნაიტედს“ წარმატებულ ფინიშამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
ვიდიჩი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა „საუთჰემპტონთან“ მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მიუხედავად კარგი პოზიციისა, „იუნაიტედს“ წარმატებულ ფინიშამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. დარჩენილ გზაში შედის გასვლითი მატჩებიც, რომლებზეც ის და მისი ფეხბურთელები განსაკუთრებული აქცენტების გაკეთებას აპირებენ.
„შეხვედრის მოსაგებად მატჩის დასასრულისას დიდი ბრძოლა მოგვიწია. ჩვენ ბურთს თითქმის არ ვფლობდით, ისინი კი გამუდმებით გვიტევდნენ.
ხანდახან ასეთი ტიპის მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანია. მეორე ტაიმით კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ სამაგიეროდ პირველი ტაიმი განსხვავებული იყო, სადაც ჩვენ რამოდენიმე კარგი საგოლე შანსი გვქონდა. საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილები ვართ. დანარჩენ ინგლისურ გრანდებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მატჩები ყველამ ფრედ დაასრულა, ჩვენ კი მოვიგეთ და პოზიციაც გავიუმჯობესეთ.
ახლა აუცილებელია „ფულჰემთან“ მატჩისთვის კონცენტრირება. გასვლითი შეხვედრები ყოველთვის რთულია, ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ახლა კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით, მატჩების მოგება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპზე. ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნდა დავივიწყოთ ცუდი შედეგით დასრულებული შეხვედრები და ვკონცენტრირდეთ მომავალი მატჩებისთვის. ჯერ არაფერი დასრულებულა, მართალია კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ წარმატებულ ფინიშამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.“
- განაცხადა ვიდიჩმა MUTV-სთან ინტერვიუში.
ვიდიჩმა გუნდელები, უეინ რუნი და დევიდ დე ხეა შეაქო „საუთჰემპტონთან“ გაწეული დახმარებისთვის და მათ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სერბის თქმით, რუნი სეზონის მეორე ნახევარში „იუნაიტედისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება.
“უეინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ბევრს მუშაობს და შედეგსაც იღებს. აშკარაა, რომ რუნი რაც უფრო მეტს თამაშობს, უკეთეს ფორმაში შედის. განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში, ის ჩვენ ძალიან გვჭირდება, ისევე როგორც გუნდის დანარჩენი ფეხბურთელები და მათი სასურველ ფორმაში ყოფნა. ახლა საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს, მწვრთნელს ნამდვილად უჭირს ძირითადი 11 ფეხბურთელის არჩევა.
“დევიდმა შესანიშნავი სეივი გააკეთა (გულისხმობს რიკი ლამბერტის ჯარიმას). ვიფიქრე, რომ ბურთი უკვე ბადეში ეხვეოდა, მაგრამ მან საუცხოო სეივით გადაგვარჩინა. დე ხეამ თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ის ნამდვილად კარგი მეკარეა და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტს ითამაშებს, ბევრად უკეთესი კიპერი გახდება.“
- დაასრულა ნემანიამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
31 იანვარი 2013 20:08
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დაე წარმატებით გავნვლოთ ეგ გზა manutd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: ლადო
31 იანვარი 2013 20:10
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
...RooNeY...FaN...,
+1
საღოლ ჯუბო))
0
№3
ავტორი: UTD-Rule
31 იანვარი 2013 20:11
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ნამდვილად...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№4
ავტორი: captain
31 იანვარი 2013 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
გრძელი გზაა, მაგრამ ასიანი
0
№5
ავტორი: love united
31 იანვარი 2013 20:31
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნელ-ნელა მოლდება ეგ გზა... troll საღოლ კარგი ინტერვიუა...
0
№6
ავტორი: Gvene
31 იანვარი 2013 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
წელს ყველაფერი ჩვენია :დ manunited smoke
0
№7
ავტორი: Luka Gelashvili
31 იანვარი 2013 21:48
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
Gvene,
გეთანხმები რაღაც გული მიგრძნობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: buka oboladze
31 იანვარი 2013 23:58
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კი მაგრამ აუცილებლად წარმატებით უნდა გავიაროთ ეს გზა
0
№9
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 20:42
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
magaria vida
0
№10
ავტორი: Degea1
27 თებერვალი 2013 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
sagol avtor magaria vida
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top