"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის ლორენცო პელეგრინის მიმართ ინტერესებს ამჟღავნებს.
Corrierre dello Sport -ი წერს, რომ 21 წლის ნახევარმცველი მხედველობის არეში "ვერონასთან" იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში მოხვდა. სკაუტები ნაინგოლანს აკვირდებოდნენ, მაგრამ მათ პელეგრინიც მოეწონათ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ასევე იყობინებიან იმასაც, რომ "იუნაიტედის" წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და ინფორმაცია გამოითხოვეს. პელეგრინის "რომასთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი ფასი კი 30 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის ორ მატჩში მიიიღო მონაწილეობა.