თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2017, 20:56
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 3446,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" 4-0
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა.
გუშინ პრემიერ ლიგის მე-5 ტურის დასკვნით შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ევერტონს" უმასპინძლა. მოურინიოს გუნდმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და დაუმარცხებელი სერია განაგრძო.

პირველი გოლი შეხვედრის მე-4 წუთზე გავიდა, ანტონიო ვალენსიამ ბრწყინვალე დარტყმით მეტოქის კარი აიღო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. სტუმართა განადგურება 83-ე წუთიდან დაიწყო, ფელაინიმ ბურთი ჩაჭრა, კონტრშეტევა კი, მხითარიანმა გოლით დააგვირგვინა.

89-ე წუთზე ლუკაკუმ ანგარიში სამამდე გაზარდა, წერტილი შეცვლაზე შესულმა მარსიალმა თავისივე გამომუშავებული პენალტით დასვა, 4-0 მანჩესტერელთა სასარგებლოდ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ევერტონი" 4-0

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
მაყურებელი: 76 000
გოლები: 1:0 ვალენსია (4'), 2:0 მხითარიანი (83'), 3:0 ლუკაკუ (89'), 4:0 მარსიალი (90' პენ.)
გაფრთხილებები: ბაიი (82') - უილიამსი (63')
მთავარი მსაჯი: ა.მარინერი

შემადგენლობები

იუნაიტედი: დე ხეა, იანგი, ჯონსი, ბაიი, ვალენსია, მატიჩი, ფელაინი, რეშფორდი (ლინგარდი 61'), მხითარიანი (მარსიალი 88'), მატა (ერერა 77'), ლუკაკუ.

ევერტონი: პიკფორდი, კინი, იაგიელკა, უილიამსი, მარტინა, გუიე (კალვერტ-ლიუინი 76'), შნეიდერლინი, ბეინსი, დევისი (რამირესი 66'), სიგურდსონი, რუნი (მირალასი 82').
 
მიმოხილვები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 სექტემბერი 2017 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბიბისის მიმოხილვები თუ მოგეპოვებათ ხოლმე დადეთ, ვრცელი და კარგი მიმოხილვები აქვთ ხოლმე
1
№2
ავტორი: ikeoni
18 სექტემბერი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ბოლოში იმენაა სახეს ვაძრობთ გუნდებს wink am
0
№3
ავტორი: R10NEY
18 სექტემბერი 2017 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
ბოლო 10 წუთი ძაან მაგარი იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№4
ავტორი: WeAreUnited
19 სექტემბერი 2017 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
იმიტომ რომ გაიხსნენ ავტობუსს გოლი გაუტანო ძალიან რთულია და მარსიალმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა და ყველაზე მეტად მომეწონა რომ დაარტყმევინა ლუკაკუმ აი ეგ იყო ნამდვილი გუნდური სული ;)
0
№5
ავტორი: JuanMata
19 სექტემბერი 2017 11:11
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: WeAreUnited
იმიტომ რომ გაიხსნენ ავტობუსს გოლი გაუტანო ძალიან რთულია და მარსიალმა კიდევ ერთი შედევრი შექმნა და ყველაზე მეტად მომეწონა რომ დაარტყმევინა ლუკაკუმ აი ეგ იყო ნამდვილი გუნდური სული ;)


ისე თუ დააკვირდით, ლუკაკუს წინასწარ ჰქონდა ხელები აწეული, იცოდა რომ გაიტანდა wink

ამ სეზონში 9 გოლი 75+ წუთზე გვაქვს გატანილი wink
0
№6
ავტორი: gaga1987
19 სექტემბერი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
fellow გგმუ
0
№7
ავტორი: nika_nikusha
19 სექტემბერი 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
თქვენი არ ვიცი მარა მე არ მომეწონა საბოლოო ჯამში გუნდის თამაში, მგონია რომ ანგარიში არ ასახავს იმას რაც მინდორზე ხდებოდა. დაცვაში ისეთი შეცდომები დაუშვეს რასაც ევერტონზე მაღალი დონის კლუბი არ გაპატიებს უბრალოდ და ამოგტენის, რეშფორდი ხომ საერთოდ ვერ თამაშობდა. 2 ძირითადი რგოლი მატიჩი პოგბა კო ამოაკლო დღევანდელ მანჩესტერს ჩათვალე ვან გაალის დრო დაბრუნდა. მგონია რომ ის გუნდურობა რაც დღეს დღეობით მაგალითად რეალს აქვს გვაკლია ჯერ
0
№8
ავტორი: pogba p
19 სექტემბერი 2017 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით love სგ ბიჭებო,სახლში მოკლედ ყველას დედას მოუ****ვთ თუნდაც პსჟ იყოს
0
№9
ავტორი: nika1997
19 სექტემბერი 2017 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Nu gaabandzet saaiti shecvalet angarishi iq da dadevit siaaxlebii :@
1
№10
ავტორი: kaxeti
19 სექტემბერი 2017 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ჩავჩარეთ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top