"არსენალის" ნახევარმცველი მესუთ ოზილი "იუნაიტედში" გადასვლის შესაძლებლობას სეზონის ბოლოს განიხილავს. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
28 წლის ფეხბურთელი წინააღმდეგი არ არის შეუერთდეს "მანკუნიანელებს" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, რომელთანაც მადრიდის "რეალში" მუშაობდა.
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა გადაწყვეტილება მიიღო არ გააფორმოს სამომავლოდ ხელშეკრულება, რომელიც "არსენალთან" აკავშირებს და შემდეგ სეზონში ლონდონური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს .
ოზილი "არსენალში" 2013 წელს გადავიდა მადრიდის "რეალიდან".მისი ლონდონურ კლუბს ტრანსფერი 43 მილიონი ევრო დაუჯდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა პრემიერ ლიგაში 4 თამაში ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ჰენრიხ მხითარიანმა და მესუთ ოზილმა თანაგუნდელებს ყველაზე მეტი, 15-15 შანსი შეუქმნეს. სომეხი ფეხბურთელის 5, ხოლო ოზილის ანგარიშზე კი არც ერთი საგოლე გადაცემაა.