თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 20:52
ავტორი: iuristi,
ნანახია: 2038,
კომენტარები: 7
პერეირა: "ბოსის სიტყვები პოზიტიურად მივიღე"
ანდრეას პერეირამ კომენტარი გააკეთა.
პერეირა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდრეას პერეირა ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიოს კრიტიკა პოზიტიურად მიიღო. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა უკმაყოფილება იმაზე გამოხატა, რომ 21 წლის ნახევარმცველმა მისი აზრი არ გაითვალისწინა და არენდით "ვალენსიაში" გადავიდა.

"მე ბოსის სიტყვების გამო არ ვარ გაბრაზებული. მე მას აქ წამოსვლამდე ვესაუბრე.ესე იგი მე ის მაფასებს, სხვა შემთხვევაში ჩემი დარჩენა არ მოუნდებოდა. ასე რომ ამას პოზიტიურად ვუყურებ."

"მე რომ რამე ცუდი დამენახა ამ სიტყვებში, რა თქმა უნდა მეწყინებოდა, მაგრამ ვთვლი, რომ მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება კარგია. ჩვენ ყველაფერი განვიხილეთ ჩემს წამოსვლამდე. ახლა მე მინდა "ვალენსიაში" ვიშრომო მთელი სეზონი. ახლა ახალ გუნდზე ვარ კონცენტრირებული."

"არის თუ არა კონტრაქტში ჩემი იანვარში დაბრუნების პუნქტი? ეს კლუბების საქმეა.მე ამაზე არაფერი ვიცი. მე
მითხრეს, რომ აქ ვითამაშებდი მთელი სეზონი და მეც ეს მინდა."
-განაცხადა პერეირამ Marca-სთან ინტერვიუში.

მოურინიო: "ეს ანდრეასის პირადი გადაწყვეტილებაა და მე მას არ ვეთანხმები .ეს არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მას აქვს პოტენციალი იმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს. ამას შეგვიძლია შევხედოთ როგორც ,ახალგარდა მოთამაშის სურვილს, რომ,ყოველ კვირა ითამაშოს, მაგრამ იმ მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ, რომ მოთამაშე "იუნაიტედის" დონის კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის საბრძოლველად მზად არ არის. ამაში დრამატული არაფერია ,მაგრამ მე ცოტათი იმედგაცრუებული ვარ."

პერეირას "ვალენსიაში" დებიუტი "ატლეტიკოსთან" მატჩში შედგა,რომელშიც ის 61 წუთზე შეცვალეს.მატჩი კი 0-0 დასრულდა.

წყარო: http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გაისად უკვე შეეძლება პირველ გუნდში დაიმკვიდროს ადგილი, ვალენსიაში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება და იმედია განვითარდება
0
№2
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აი მომავალ წელს უკვე ვსიოო"))
0
№3
ავტორი: PaLoMo
15 სექტემბერი 2017 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: SANDROGRIGA
გაისად უკვე შეეძლება პირველ გუნდში დაიმკვიდროს ადგილი, ვალენსიაში უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება და იმედია განვითარდება

100% mtavaria tramva af miigos da mwvrtnelis ndoba moipovos.granadashi rac gaaketa is ro gaaormagos kargad imoqmedebs mis faiqologiazee .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2017 21:36
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ვნახოთ რას იზამ პერეირა იმდენი უნდა ქნა რო მოუმ უმალ გიხმოს :)
0
№5
ავტორი: dato321dato
15 სექტემბერი 2017 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
arada axla eqneboda shansi pogba ro daitravma da sheedzlo tavisi shesadzleblobebi echvenebina
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2017 23:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უნდა ებრძოლა წელსვე
0
№7
ავტორი: stepno
16 სექტემბერი 2017 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
aramgoniabrame gamivides :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top