თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 10:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1687,
კომენტარები: 5
UYL: "იუნაიტედი" 4-3 "ბაზელი"
ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებმაც გამარჯვებით დაიწყეს.
UYL:
UEFA-ს ახალგაზრდული ლიგა | "ლეი სპორტს ვილიჯი" | გოლის ავტორები: ბერლოუ 5, ბუუნენი 50, გომესი 57 (pen), ბოჰუი 62 (pen) | პულულუ 14, ლოკაი 58, კაიზერი 66 (pen)

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდებმა ევროპული კამპანია გამარჯვებით დაიწყეს მატჩში, რომელშიც დაფიქსირდა სამი 11-მეტრიანი, წითელი ბარათი და გოლების აურაცხელი რაოდენობა.

"წითლებს" მხოლოდ 5 წუთი დასჭირდათ ანგარიშის გასახსნელად, თუმცა შვეიცარიელმა სტუმრებმა მეტოქეს მალევე უპასუხეს გოლით და ანგარიში გაათანაბრეს, რაც პირველი ტაიმის საბოლოო შედეგი იყო.

მეორე ტაიმში კი გოლები უფრო ხშირად გადიოდა და ამჯერადაც "იუნაიტედი" დაწინაურდა, როცა ბუუნენმა მასპინძელთა გოლების რაოდენობა ორამდე აიყვანა შეხვედრის 50-ე წუთზე. შვიდ წუთში კი ანხელ გომესმა პენალტი გოლად გარდასახა და "იუნაიტედმა" ორბურთიანი სხვაობა მოიპოვა.

საპასუხო შეტევაში "ბაზელმა" კვლავ გაიტანა და ამჯერად ლოკაიმ გამოიჩინა თავი, თუმცა მათი ერთბურთიანი ჩამორჩენა მხოლოდ 4 წუთს გაგრძელდა, სანამ ბოჰუი მორიგ პენალტს გაიტანდა.

შეხვედრის 62-ე წუთზე ანგარიში 4-2 იყო "იუნაიტედის" სასარგებლოდ, მაგრამ ვერც "წითლები" ახერხებდნენ ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას და მატჩის მშვიდად დასრულებას. 66-ე წუთზე უკვე "იუნაიტედის" კართან დაინიშნა პენალტი, რაც კაიზერმა გოლში გარდასახა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4-3.

"იუნაიტედის" შემადგენლობა: Moutha-Sebtaoui; Laird, Warren, O'Connor, Tanner (Kenyon 57) ; Sang (Garner 63), Hamilton; Boonen, Gomes (Burkart 92), Barlow; Bohui.

გამოუყვენებელი ცვლილებები: Fojticek, Dunne, B. Williams, Baars.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol bichebs
0
№2
ავტორი: iuristi
15 სექტემბერი 2017 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
კაია მოგება. ძმებო რა მაინტერესებს იცით: აი პატარა ფელაინი როგვყავს wink მგონი ჩონგი ქვია ის სადაა? კაი ხანი არაფერი გამიგია ჩვენს პატარა ბუჩქნარზე wink . ხო კარგადაა?

დიდ ბუჩქნარს რაც შეეხება. ყოჩა მოუმატა მაგრად.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: iuristi
კაია მოგება. ძმებო რა მაინტერესებს იცით: აი პატარა ფელაინი როგვყავს wink მგონი ჩონგი ქვია ის სადაა? კაი ხანი არაფერი გამიგია ჩვენს პატარა ბუჩქნარზე wink . ხო კარგადაა?

დიდ ბუჩქნარს რაც შეეხება. ყოჩა მოუმატა მაგრად.


თუ არ ვცდები მძიმე ტრამვა აქვს და მგონი ახლაც ვერ თამაშობს
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 სექტემბერი 2017 23:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეხვდებიან ჰოლანდიურ გუნდს და წააგებენ ისევ 4 ან 5 ბურთის სხვაობით

ვერ ბრწყინავენ ესენი ჯერ, ერთი გომესის იმედად ვართ
0
№5
ავტორი: ibra777
6 ოქტომბერი 2017 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ონლაინ სესხები მალადეც ბიჭობა, მაგრამ ამდენი არ უნდა გაგვეშვა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top