თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2017, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1554,
კომენტარები: 8
ლამპარდი: "მოურინიო "იუნაიტედის" მთავარი კოზირია"
ფრენკ ლამპარდი თავის ყოფილ მწვრთნელს წარმატების მიღწევის საშუალებად მიიჩნევს.
ლამპარდი:
ლონდონის "ჩელსის" ლეგენდა ფრენკ ლამპარდი თვლის, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი კოზირი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე.

"წითელი ეშმაკები" მეხუთე კლუბია, რომელთან ერთადაც მოურინიო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობს. "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კი ეს მისი სადებიუტო სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის პირველი მატჩიც "ბაზელთან" გამარჯვებით დაიწყო.

ლამპარდს ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი ყოფილი მწვრთნელის ამჟამინდელი გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაბრკოლების გარეშე გადალახავს და მეოთხედფინალამდე მიაღწევს.

"ჯგუფიდან დამაჯერებლად გავლენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათ გუნდში მყოფი ფეხბურთელებისა და ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო ფიგურის გათვალისწინებით მეოთხედფინალამდე მიაღწევენ და ეს ყველაზე მინიმუმი იქნება.

მოურინიო მათი მთავარი კოზირია. ამაში გასული სეზონის ევროპა ლიგამაც დაგარწმუნათ. პრემიერ ლიგაში არაერთგვაროვნად ასპარეზობდნენ, მაგრამ როცა გადამწყვეტ მატჩებს შეეხო საქმე, მოურინიომ შედეგი აჩვენა.

ხალხი ამბობს, რომ შედეგს მოედანზე ფეხბურთელები აღწევენ, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ, როგორი გუნდი გამოიყვანა მოურინიომ "აიაქსთან" ფინალში - ძალიან პრაგმატული მიდგომა აირჩია, ფსონი მოწინააღმდეგისგან ხიფათის აღკვეთაზე დადო და თავისი გუნდის ძლიერი მხარეები გამოიყენა. მოურინიოს ყოველთვის შეუძლია მატჩის მოსაგები საშუალება იპოვოს",
- განაცხადა ინგლისელმა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
15 სექტემბერი 2017 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
правилно френк :-) ты все ето очень хорошо знаеш.
я надеюсь что все будет отльично ;-)
2
№2
ავტორი: gaga1987
15 სექტემბერი 2017 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ხოდა ეგრე :P
0
№3
ავტორი: dachi_mu
15 სექტემბერი 2017 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
moum icis,mou pirveli mwvrtvnelia exla <3 <3 <3
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2017 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს გუნდში, თავისი წარმატებული კარიერა ერთი-ორად უმაგრებს კიდე ზურგს
0
№5
ავტორი: temo-scholes
15 სექტემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ფრენკ შე ძალიან მაგაროო... ფეხბურთის ისტორიაში ჩემთვის ერთ-ერთი პატივსცემი პიროვნება ხარ..<3
0
№6
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Wels didi miznebi gvaq
0
№7
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2017 21:32
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
თან ძალიან დიდი კოზირი
0
№8
ავტორი: stepno
16 სექტემბერი 2017 04:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
imedi gvaq chvenc magis :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top