თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2017, 14:09
ავტორი: iuristi,
ნანახია: 1707,
კომენტარები: 9
ედვარდსი:"იმედი მაქვს ჟოზე ახალი ფერგია."
მარტინ ედვარდსის ინტერვიუ.
ედვარდსი:
მარტინ ედვარდსი თვლის რომ,შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჟოზე მოურინიოს სახით ახალი ალექს ფერგიუსონი იპოვა.

ედვარდსი 22 წელი იკავებდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მმართველობის თავჯდომარის პოსტს და სწორედ მან მოიწვია მთავარი პოსტზე 45 წლის პერსპექტიული შოტლანდიელი გვარად ფერგიუსონი.

"მე ყურადღებით ვაკვირდებოდი მოურინიოს მთელი წელი და ვთვლი რომ,ჟოზე "იუნაიტედისთვის" სწორი არჩევანია-უთხრა ედვარდსმა ინტერვიუს დროს Sky Sports-ს. -რათქმაუნდა წინა სეზონის საშინაო მატჩები სიკაშკაშით არ გამოირჩეოდნენ,მაგრამ უნდა გვესმოდეს,რომ ის ახალ გუნდს აშენებდა."

"ვთვლი რომ,მის მიერ ორი ჯილდოს მოგება ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებული წარმატებაა. მან ფსონი ევროპის ლიგაზე გააკეთა ,როგორც ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების გზა და ჯეგპოტიც მოიგო. "იუნაიტედის ფანები კმაყოფილები დარჩნენ და ზაფხულსი მან ისეთი მოთამაშეები იყიდა ,რომლებმაც ჩემი აზრით გუნდი სერიოზულად გააძლიერეს."

"მე ძალიან ვარ დაინტრიგებული იმით თუ რა ხდება ამ სეზონში.პირველად რამდენიმე წლის მერე,მე გამიჩნდა იმის შეგრძნება რომ,ჩვენ ძველ შთამეჭდავ დროში დავბრუნდით".

"აქვთ თუ არა ფერგიუსონს და მაურინიოს საერთო? ვფიქრობ კი. ალექსმა ფანტასტიკურ წარმატებებს მიაღწია და ვფიქრობ რომ,ცოტა ვინმეს თუ შეუძლია ეს გაიმეოროს,მაგრამ ვითვალისწინებ რა ჟოზეს გამოცდილებას და ჯილდოებს მე მისი იმედი მაქვს."


ედვარდსმა ასევე ისაუბრა, პრესაში პოპულარული ისტორიაზე . საქმე ეხება იმ პერიოდს როცა ,ფერგიუსონი გაგდების საფრთხის წინაშე იყო და სამუშაო მხოლოდ 1990 წელს ინგლისის თასის მოგების გამო შეინარჩუნა. მისი თქმით სიტუაცია არც ისე დრამატული იყო,როგორც ამას გაზეთები წარმოაჩენდნენ.

"ის არც ისე ახლოს იყო გაგდებასთან. სეზონი ყოველგვარი გაუმჯობესების გარეშე რომ დამთავრებულიყო ,შეიძლებოდა ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო,მაგრამ ალექსმა სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და მისი მდგომარეობა გადაარჩინა".

http://www.manutd.ru/
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ROI
14 სექტემბერი 2017 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Neta martla
0
№2
ავტორი: gaga1987
14 სექტემბერი 2017 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
shen pirs shaqari )))))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2017 18:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმდენ ხანს ვერ იქნება მარა რა დროც იქნება იმედი მაქ ტიტულს ტიტულზე დადებს
0
№4
ავტორი: dachi_mu
14 სექტემბერი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
vici ro tu vinmes sheudzlia babus shecvla es moua <3
0
№5
ავტორი: Shota Blues
14 სექტემბერი 2017 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მეც იგივე სუნი მცემს. მგონი ჩვენ, ფანებსაც კარგი ყნოსვა გვაქ. გამარჯვებები, ხარისხი, სანახაობრიობა, ვატყობთ რო უფრო დ აუფრო არომატულია ჩვენი თამაშები, ანუ იმ სურნელებას იბრუნებს რომელსაც წლების განმავლობაში ფერგის ხანგრძლივმა ეპოქამ მიგვაჩვია. ბიჭებში კარგათ არი განვითარებული (ან ვითარდება და ორი ნაბიჯია სრულყოფილებამდე) მოედანზე საკუთარი მდებარეობის აღქმა. როტაცია რაც ზოგჯერ ორ აზროვანია ხოლმე და ყველა თავის მხრივ მართალია როცა უკმაყოფილოა და ეს უკმაყოფილება ამა თუ იმ ფეხბურთელის უთამაშებლობას გულისხმობს. ესე იგი, ერთია, როცა ფეხბურთელს პოზიციას ვერ ურჩევ და მეორე, როცა ფეხბურთელს ვერ მოარგებ პოზიციას. ეს მართლა მძიმე მდგომარეობაა მაგრამ ასეთში სიტუაციაში არა ვართ. ყველა გვჭირდება, ყველა! თითოეულს უდიდეს პატივს ვცემ!
სკამზე დიდხანს დაყოვნება ძველებურად უკვე აღარავის მოუწევს - ლიგა დაგვემატა - ერთმანეთს შეცვლიან და ყველა გულშემატკივარი თავის გულისჭიას გაახარებს D
0
№6
ავტორი: stepno
14 სექტემბერი 2017 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
me yoveltvis didi umedi mqonda jozesi
0
№7
ავტორი: Rooni
14 სექტემბერი 2017 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
მოუს იმედი მაქვს მაგრამ მისი სიდიადიდან გამომდინარე ფერგის დონემდე ვერ მივა რაცარუნდა იყოს ფერგის გუნდი არყავდა და შედეგს დებდა და მოუს ყველაფერიაქ ასერომ ფერგის დამსგავდსებას ურჩევნია საკუთარ თავს გავდეს და შედეგი დადოს
0
№8
ავტორი: Svanchester
15 სექტემბერი 2017 04:02
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ჟოზეს იმედი ყველას გვაქ
0
№9
ავტორი: iuristi
15 სექტემბერი 2017 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ციტატა: Rooni
მოუს იმედი მაქვს მაგრამ მისი სიდიადიდან გამომდინარე ფერგის დონემდე ვერ მივა რაცარუნდა იყოს ფერგის გუნდი არყავდა და შედეგს დებდა და მოუს ყველაფერიაქ ასერომ ფერგის დამსგავდსებას ურჩევნია საკუთარ თავს გავდეს და შედეგი დადოს



გეთანხმები მეგობარო. რომ ვიხსენებ პროსტო რა ფეხბურთელებით შეეძლო თასების მოგება დღემდე გაოცებული ვარ. ფერგიუსონს შეეძლო:ანდერსონით,ქლევერლით,ევანსით და მათნაირებით თასები მოეგო. ამიტომაც არის ყველა დროის საუკეთესო.

თან როცა აბერდინსი მუშაობდა ფერგიუსონი მან აბერდინით ევროპული ტურნირი მოიგო და ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა. აბერდინით რეალი დაამარცხა თასის ფინალში. პროსტა სიტყვები არ მყოფნის.

ჯოზეს რაც შეეხება ძაან მიყვარს და მე ჟოზეს ფერგიუსონის მერე N1 მწვრთნელად ვთვლი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top