დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა. ინგლისელებმა შინ "ბაზელს" უმასპინძლეს და სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.
მატჩის მე-20 წუთზე პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, მის ნაცვლად მინდორზე მარუან ფელაინი გამოვიდა, რომელმაც გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ბელგიელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრები ჩაატარეს რომელუ ლუკაკაკუმ და მარკუს რეშფორდმა, რომლებმაც თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.
სურათები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.