"მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში "საუტჰემპტონი" დაამარცხა ანგარიშით 2–1...
ეპლს ოცდამეოთხე ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახლში "საუტჰემპტონი" მიიღო და ანგარიშით 2–1 სძლია. "ეშმაკუნებიდან" თავი უეინ რუნიმ გამოიჩინა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. "წმინდანებიდან" კი როდრიგესი გახდა გატანილი გოლის ავტორი.
ერთი დღით ადრე "წითელი ეშმაკუნების" დაუძინებელმა მტერმა – "ხმაურიანმა მეზობლებმა" ძალზედ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, ლონდონში. სერ ალექსის შეგირდები კი მინდორზე მოსაგებად გამოვიდნენ. თუ "იუნაიტედის" ბოლო თამაშებს დავაკვირდებით, მივხდებით, რომ ხშირად ხდება შემადგენლობების როტაცია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ "ეშმაკუნებს" ძალიან სურთ ჩემპიონთა ლიგაში "მადრიდის რეალთან" კარგად გამოვიდნენ.
"წმინდანები" ჩვეულ ფერებში გამოვიდნენ და "ოცნების თეატრის" მოთამაშეები უცბად დაუშვეს ზეციდან ცხელ მიწაზე. მესამე წუთზე, მაიკლ კერიკმა ცუდი პასი გაუკეთა დავიდ დე ხეას საჯარიმოში, ხოლო ესპანელმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა გამოსვლაზე, რის შედეგადაც ბურთი როდრიგეს დარჩა. მას კი ცარიელ კარში ბურთის შეგორება არ გასჭირვებია.
"საუტჰემპტონი" გატანილი გოლის შემდეგ, საკუთარ საჯარიმოში თამაშობდა მარტო, რის შედეგადაც, ხუთი წუთის შემდეგ, მეკარესთან ერთი–ერთზე გასულმა უეინ რუნიმ არანაირი შანსი არ დაუტოვა მას და ანგარიში 1–1 გახდა. უეინს კი შესანიშნავი პასი იაპონელმა კაგავამ გაუკეთა. "იუნაიტედმა" დაიწო მეტოქის საკუთარ საჯარიმოში მიჯაჭვა. გოლიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, კაგავამ ბურთი, მახვილი კუთხიდან მეკარის ძელს გაარტყა, უეინ რუნის პასით.
ფილ ჯონსი ძალიან ეხმარებოდა თავის კლუბს, მარცხენა ფლანგიდან და მის მოწინააღმდეგეს ხშირად აიძულა წესები დაერღვია. "საუტჰემპტონისთვის" ერთი ასეთი წესის დარღვევა ფატალური გამოდგა. "ეშმაკუნებმა" ბურთი ჭკვიანურად გაათამაშეს. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, პატრის ევრამ თავით გადააწოდა უეინს ცარიელ კარში ბურთი და რუნიმაც არ დააყოვნა. ანგარიში 2–1! "იუნაიტედმა" მორიგი ქამბექი გვიჩვენა. ამის შემდეგ მანჩესტერელებს რამოდენიმე შანსი გააჩნდათ, ვან პერსი ცდილობდა თანაგუნდელების დახმარებას და გოლის გატანას არ ჩქარობდა, ხოლო ველბეკს მინდორზე ყველაფერი გამოსდის რეალიზაციის გარდა.
შესვენების შემდეგ, მოულოდნელად სულ სხვა "იუნაიტედი" ვიხილეთ. მოურისიო პოჩეტინოს აღარაფერი აღარ ჰქონდა დასაკარგი, ასე რომ შეტევაში წავიდა. "წითელმა" ეშმაკებმა კი ინიციატივა დათმეს და მოედნის ცენტრი "წმინდანებმა" დაიკავეს. სტუმრები ადვილად მიდიოდნენ ესპანელი მეაკრის კართან, მაგრამ შეტევებს საბოოლოდ ვერ უწევდნენ კარგ ორგანიზებას. სერ ალექსი კი მიხვდა, რომ გუნდი დაიღალა და შეცვლებიც გააკეთა.
რაფაელის და ნანის მინდორზე გამოსვლამ "იუნაიტედის" შეტევა ცოტა გამოაცოცხლა. თამაში სულ შეტევებში მიდიოდა. რობინ ვან პერსიმ კი ორჯერ სცადა მეკარის კარის დალაშქვრა. პრიველი დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, ხოლო მეორე დარტყმის შემდეგ რობინმა მოახერხა და "წმინდანების" კარი მესამედ დალაშქრა, მაგრამ მატჩის ლაინსმენმა ეს გოლი "მიკროსკოპული" თამაშგარის გამო არ ჩათვალა.
მატჩის დანარჩენი ცოტა არ იყოს მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ მაინც იყო მიკრო მომენტები. დე ხეამ კარგი რეაგირება მოახდინა ლამბერტის დარტყმულზე, რუნიმ კი ვერ შეძლო გოლის გატანა, რომელიც მეკარესთან ერთი–ერთზე გავიდა. შეიძლება "იუნაიტედის" გამარჯვება ზოგიერთს არადამაჯერებლა მოეჩვენოს, მაგრამ ახლა ორ მანჩესტერულ კლუბს შორის შვიდ ქულიანი სხვაობაა!
წყარო:
http://redevils.ru