თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2017, 20:07
ავტორი: iuristi,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 5
მიულერი: "იუნაიტედის" წინადადებაზე დიდხანს არ მიფიქრია".
მიულერის საინტერესო კომენტარი.
მიულერი:
"ბაიერნის" ფორვარდი ტომას მიულერი გერმანიის ჩემპიონატის დატოვებას არ ჩქარობს. თავდამსხმელმა ახსნა, თუ რატომ თქვა უარი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინადადებაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ორი წლის უკან მე მივიღე "იუნაიტედისგან" წინადადება, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ მომიწია. "ბაიერნში" მითხრეს, რომ ჩემი იმედი აქვთ.

წარმომიდგენია თუ არა ჩემი თავი სხვა კლუბში? რა თქმა უნდა. დადგება ის დღე, როცა მე მომიწევს გერმანიის დატოვება და ისე მოქცევა, როგორც ბასტიან შვაინშტაიგერს.

ის ათი წელი იცავდა "ბაიერნის" ღისებას, მაგრამ უკვე ორი წელია ბუნდესლიგის მიღმა გამოდის და მის პოზიციაზე ეხლა სხვა ფეხბურთელი თამაშობს. ვფიქრობ, რომ ჩემთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება, მაგრამ საშიში არაფერია. ხვალ თუნდაც რომ მოვკვდე, მატჩზე მაინც 11 მოთამაშე გამოვა.ეს არაფერს შეცვლის.

თუ მე მომიწევს კლუბის შეცვლა, ეს ჩემთვის არ იქნება პრობლემა, რადგან ვიცი, რომ ახალ კლუბში ისე ვიგრძნობ თავს, როგორც სახლში"
.-თქვა ფორვარდმა.

ცნობილია, რომ მიულერი ანჩელოტის ნდობით არ სარგებლობს და წინა სეზონი სათადარიგოს სტატუსით გაატარა. თითქოს ის უნდა დაბრუნებულიყო ძირითადში, მაგრამ "ვერდერთან " მატჩში ტომასმა სათადარიგო სკამზე გაატარა. მატჩის შემდეგ მიულერმა განცხადება გააკეთა: "არ ვიცი რა ხარისხის დანახვა სურს მწვრთნელს, მაგრამ ვფიქრობ, ასი პროცენტით მოთხოვნადი არ არის."

ამას კარლ-ჰაინც -რუმენიგე გამოეხმაურა:"ის, რაც მიულერმა თქვა არანორმალურია. მეორე მხრივ მე მესმის მისი, მაგრამ ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას მთავარი მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკოს."

აღსანიშნავია, რომ გავრცელდა ინფორმაცია იტალიელი სპეციალისტის შესაძლო წასვლაზე, რომელმაც თითქოს ჩინურ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი. შეიძლება მიულერის პრობლემა 2018 წლის იანვარში დასრულდეს.

წყარო: http://www.sovsport.ru/
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 სექტემბერი 2017 20:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არასდროს არ მინდოდა მიულერი დიდად
0
№2
ავტორი: ikeoni
12 სექტემბერი 2017 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
მოდი ცენზურა-->*** რააა
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
12 სექტემბერი 2017 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
არ იქნებოდა ეგ ცივ სისხლიანი მენახა მანჩესტერის მაისურით ურიგო ლუკაკუ და მიულერი შეტევაში დახაზავნდნენ მაგრათ
0
№4
ავტორი: giorgi_mg
12 სექტემბერი 2017 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ ფეხბურთელს ვერ დავუმუღამე რა, 80_იანებში მგონია თავი ამის თამაშს რომ ვუყურებ
0
№5
ავტორი: kobinio
13 სექტემბერი 2017 01:15
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამას სამანჩესტწრო ვადა გაუვიდა უკვე.მიუხენში სასტავში აღარ მოხვდება თუ გერმანულ სპორტულ გამოცემებს ვენდობით.თან ისე ვერც აჩვენებს ხარისხიან თამაშს ბოლო ხანია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top