ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურები გუნდების ბოლო დროინდელი წარუმატებლობა ზამთარში ინგლისური კლუბებისთვის დასვენების საშუალების არქონას უკავშირდება.
2012 წელს "ჩელსის" მიერ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ პრემეირ ლიგის გუნდები 1/8 ფინალს მხოლოდ 4 შემთხვევაში გასცდნენ.
მოურინიომ გასულ წელს ევროპა ლიგაზე ასპარეზობისას არაერთხელ გააკრიტიკა ინგლისის უმაღლესი ლიგის ორგანიზატორები, რომელთაც თავიანთი ქვეყნის კლუბების უზრუნველობაში დასდო ბრალი.
2017/18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის წინ კი იმავე აზრზე რჩება და საფეხბურთო ჩინოვნიკებს კვლავ უტევს.
"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ შარშან მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო თვე სათადარიგო შემადგენლობით ჩაატარა. მათ შეეძლოთ ამის გაკეთება და ჩემპიონთა ლიგის ფინალს დასვენებული გუნდით შეხვდნენ.
"იუვენტუსი" კი იტალიაში სამი თვით ადრე გახდა ჩემპიონი და მეოთხედფინალს, ნახევარფინალსა და ფინალს დასვენებული გუნდით თამაშობდა.
ინგლისური კლუბებისთვის კი ეს შეუძლებელია. არავითარი ზამთრის შესვენება არ არსებობს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ინგლისური ფეხბურთის საშობაო პერიოდი მიყვარს.
სხვა ქვეყნები იცავენ თავიან კლუბებს. მაგალითად, "ბენფიკამ" პარასკევს ითამაშა. პორტუგალიასა და იტალიაში ამას ყოველთვის ვაკეთებდით. "პარი სენ-ჟერმენმა" პარასკევს ითამაშა. ყოველთვის ასე ხდება.
მაგრამ არავითარი ჩივილი. ჩვენ გვყავს გუნდი და თუ დაინახავ, რომ ვინმე დაიღალა, ის უნდა შეცვალო და სხვა ათამაშო".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.