"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ვიქტორ ლინდელეფს მოუწოდებს, რომ ჰენრიხ მხითარიანისგან აიღოს მაგალითი და სათამაშო პრაქტიკისთვის იბრძოლოს.
პორტუგალიელი მწვრთნელი თავის თანამემულე მცველსაც იხსენებს, რომელთან ერთადაც "ჩელსიში" მუშაობდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად დანიშვნის დროს.
ლისაბონის "ბენფიკადან" შეძენილ ლინდელეფს სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება უჭირს და პრემიერ ლიგაში მას სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია, თუმცა ჟოზემ დაადასტურა, რომ ხვალ იგი შვეიცარიაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებს, მომდევნო შეხვედრას კი ლიგის თასზე ჩაატარებს.
"ვიქტორი ჭკვიანი ბავშვია, ძალიან მშვიდია და რა თქმა უნდა, თამაში სურს. თქვენც იცით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. "ჩელსიში" პრემიერ ლიგის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გვყავდა, რიკარდო კარვალიო, და როცა ის პორტუგალიიდან გადმოვიდა, ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
ამის შემდეგ კი პრემიერ ლიგაში საოცარი კარიერა ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ ვიქტორის შემთხვევაშიც ასე იქნება. ამიტომაც კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ალბათ, კვირის ბოლო მოედანზე არ გავა, მაგრამ შემდეგ კვირაში ინგლისის ლიგის თასია, ასე რომ, მისი მატჩებიც მოდის".
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.