ხერდან შაქირიმ, რომელიც ადრე "ბაზელის" მოთამაშე იყო და ახლა კი "სტოკ სიტიში" გამოდის, თავის ყოფილ კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედის" სუსტ წერტილებზე მიუთითა. ინგლისური და შვეიცარიული კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შეხვდებიან.
"ბაზელმა პირველ რიგში თამამად უნდა ითამაშოს. არ არის პრობლემა თუ 90 წუთის გასვლის შემდეგ წააგებთ. "იუნაიტედს" შესანიშნავი შეტევა ჰყავს. მათი სუსტი წერტილი დაცვაა. ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ. თუ თქვენ სწრაფად და თამამად ითამაშებთ , მცველებს პრობლემები შეექმნებათ. დაცვაში ისინი შეღწევადები არიან.
მოურინიო? მოურინიოთი აღფრთოვანებული ვარ. მისთვის სულერთია ის თუ მასზე ხალხი რას ლაპარაკობს. ის ტაქტიკური "მელაა". მან ზუსტად იცის, თუ როგორ დააწყოს ზუსტად გუნდი.
"ბაზელს" ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მეტოქე დომინირებს. საჭიროა რისკი, მხოლოდ დაცვიდან თამაში არ იქნება საკმარისი"-ციტირებს შაქირს Blick-ი.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა " და "ბაზელის" მატჩი 12 სექტემბერს შედგება.