თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2017, 15:07
ავტორი: iuristi,
ნანახია: 1524,
კომენტარები: 6
ერერა: "ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სასიამოვნოა"
ერერას კომენტარი.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარმცველმა ანდერ ერერამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხედავს ის ლუკაკუს როლს გუნდში. ესპანელმა ასევე მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი.

"წინა სეზონსი სამი ტიტული მოვიგეთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფორვარდი, ისეთი, როგორიც ზლატანია"-ციტირებს ერერას სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.- "თუ თქვენ ჩემპიონობა და ტიტულების მოგება გინდათ, ასეთი მოთამაშე გჭირდებათ, ეხლა ლუკაკუ ფანტასტიკურად თამაშობს ჩვენთან."

"მას სწყურია ტიტულები, მას სურს გამარჯვება ,მას სურს გაიტანოს გოლები და იყოს გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მას აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია. ის მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში თამაშობს და გოლები გააქვს, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის ასე გააგრძელებს."

"გოლის გატანა პოგბასაც შეუძლია, რეშფორდსაც და მარსიალსაც. ხუან მატასაც შეუძლია გოლის გატანა. ეს მის დეენემში დევს, იმის თქმა, რომ ჩვენ მარტო ლუკაკუს იმედზე ვართ, არასწორია, მაგრამ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"ყველას გვიხარია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება. მე ვაფასებ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ ყველა მატჩს, მაგრამ პრემიერ ლიგას თუ არ ჩავთვლით ,ჩემპიონთა ლიგა ყველაზე შთამბეჭდავი ტურნირია. ჩვენი კლუბი უნდა გამოვიდეს ლიგაზე. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და ამ ტურნირზე არ მონაწილეობითაც ძლიერ კლუბად დავრჩებით, რადგან არცერთ კლუბს არ ჰყავს ამდენი ფანი და ამდენი სპონსორი მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ "აიქსთან" ფინალური მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია."

"ჩვენ ყველა ტიტული გვინდა. შარშან სამი ტიტული მოვიგეთ, მაგრამ რეალურად არ ვიბრძოდით პრემიერ ლიგაში გამარჯვებისთვის და ჩემპიონთა ლიგაზე არ ვმონაწილეობდით. სწორედ ამიტომ, ამ სეზონში არ უნდა ვიჩქაროთ და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ მატჩიდან-მატჩამდე."

წყარო: http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
11 სექტემბერი 2017 15:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბაზელთან უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ ფორმას, რაც სეზონის სტარტზე იყო
0
№2
ავტორი: Shota Blues
11 სექტემბერი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ტელევიზიით ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირება რომელ არხზე იქნება ხო არ იცით?
მე ,,საზოგადოებრივებზე" ველოდებოდი მარა პროგრამაში არც 1ს და არც მე2 არხს უწერია მანჩესტერ იუნაიტედი - ბაზელი...
სილქ ტვ კი მაქ მარა სპორტული პაკეტი არ არის დამატებული მარტო ,,უნივერსალი" მაქ. უმუშევრად ვარ და მერიდება სახლში 10 ლარის თხოვნა, ისე კი საკუთარი ჯიბიდან არ დავინანებდი D ძალიან მომწონს სილქი...
0
№3
ავტორი: keano16
11 სექტემბერი 2017 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
როგორ მომენატრა ოლდ ტრაფორდზე ჩემპ ლიგის ჰიმნის მოსმენაა გილოცავთ ყველას ყველაზე მაგარი ტურნირი იწყებაა წარმატებები ჩვენ ბიჭებს აბა თქვენ იცით
0
№4
ავტორი: ROI
11 სექტემბერი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Warmateba evropuli da msoplios ert ert gamochenil da warmatebul grands manchester uniteds
0
№5
ავტორი: ikeoni
11 სექტემბერი 2017 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Sanaxaobriv tamashs da bevr gols velodebi bazeltan
0
№6
ავტორი: dachi_mu
12 სექტემბერი 2017 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
bazeli unda amoivsos :) sxva shedegs ar mivigeb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top