"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ნემანია მატიჩზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სერბი ნახევარმცველი შეაქო და განაცხადა, რომ მასზე უკეთესი ბიჭები არასდროს ჰყოლია.
"ვერ ვიტყვი, რომ მატიჩზე უკეთესი ბიჭები მყოლია. ის იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომელთან ერთადაც კონტაქტი ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა სხვაგან თამაშობდა.
როცა "ჩელსიში" ვმუშაობდი, ნემანია მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე შევიყვანე, თუმცა 70-75 წუთზე შევცვალე. პრესამ სკანდალი ააგორა, მატიჩმა კი ეს ძალიან განიცადა. ამას მეც განივცდიდი, რადგან მსგავსი რამ კარიერაში სულ ორჯერ მქონდა გაკეთებული. მსურდა მასთან თანამშრომლობა გამეგრძელებინა, თუმცა რამდენიმე კვირაში გამათავისუფლეს.
ახლა მატიჩი კვლავ ჩემი გუნდის ღირსებას იცავს, ის უფრო სანახაობრივი და სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა" - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ნემანია მატიჩი "იუნაიტედს" ლონდონის "ჩელსიდან" 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა.