თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2017, 01:17
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3536,
კომენტარები: 18
მოურინიო მატჩის შემდგომ
ჟოზე მოურინიო "სტოკ სიტისთან" გამართული მატჩის შემდეგ.
მოურინიო მატჩის შემდგომ
"სტოკ სიტისთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ქულა ქულაა

"რთული მატჩი იყო სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები არ არიან ჩვეულ ფორმაში. მათ ვერ ითამაშეს თავიან დონეზე, მაგრამ მატჩში ბოლომდე ვიბრძოდით და გამარჯვებასთან უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე წაგებასთან. "სტოკი" ძლიერი გუნდია, ისინი კარგები არიან საჰაერო ორთაბრძოლებში. მათაც ბოლომდე იბრძოლეს და ალბათ დაიმსახურეს კიდეც ეს ქულა. ქულა ქულაა, მაგრამ ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც მოსაგებად ნამდვილას იყო საკმარისი."

სანაკრებო პაუზის გავლენა

"ნათელია, რომ ისინი არ არიან ისეთი სწრაფები, ძლიერები, კრეატიულები როგორებიც სანაკრებო პაუზამდე იყვნენ. ფეხბურთელებზე ეროვნულ ნაკრებში ამ დროს თამაში ტოვებს თავის ნაკვალევს. 15 დღეა რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მათ ბევრი იმოგზაურეს, ზოგმა მათგანმა ივარჯიშა, ზოგმაც არა, ზოგს მოუწია თამაში და ზოგს არა. ფეხბურთელები არ იყვნენ თავიანთ საუკეთესო ფორმაში და "სტოკი" ის გუნდია, რომელთანაც ასეთ მდგომარეობაში თამაში ძალზედ რთულია. მეორე გოლის მომენტში შეცდომა დავუშვით, ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე კარგი შანსი, საბოლოოდ მზად ვარ ეს შედეგი მივიღო."

მოხარული ფეხბურთელების ხასიათით

"ამ მოედანზე თამაშის შემოტრიალება არ არის მარტივი. რამდენიმე დღის წინ მატიჩმა ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა, ერიკ ბაიი აფრიკაში იყო, იქ ივარჯიშა და იქ ითამაშა, მოგზაურობაში იყვნენ სხვა ფეხბურთელებიც. საბოლოოდ ეს ჩემთვის მისაღები შედეგია, ძალიან განაწყენებული არ ვარ."

ვცდილობდით მოგებას

"ჩვენ ვცდილობდით მოგებას, ბოლო 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ 1 გუნდი ცდილობდა გამარჯვების მოპოვებას. შესაძლოა ლუკაკუს კიდეც შეეძლო უკეთ თამაში და გოლის გატანა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცლით, ჩვენ "ბაზელთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ."

მოხარული ვარ ლუკაკუთი

"გოლით და უგოლოდ მე მისი თამაშით ყოველთვის მოხარული ვარ. მას შეეძლო მომენტის გამოყენება და გოლის გატანა, მაგრამ რომ არა შეცდომა მეორე გოლზე ახლა ამ მომენტზე აღარ ვილაპარაკებდით. დე ხეამ უმაღლესი დონის სეივი შეასრულა, მაგრამ საბოლოოდ ისიც დაისაჯა და გუნდიც."
პრესკონფერენცია
18 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
10 სექტემბერი 2017 01:20
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
გატეხილშია ჟოზე გატეხილში ფაქტია... კი რა თქმა უნდა სანაკრებო პაუზას თავისი უარყოფითი წვლილი შეაქვს, მაგრამ დღეს სტოკთან ჟოზესაც და თვითონ ფეხბურთელებსაც პატარა ტესტი ჰქონდათ და ეს ტესტი მათ ვერ გაიარეს... კარგია რომ არ წავაგეთ, ჯერ ამით არც არაფერი დაწყებულა და არც დამთავრებულა, ყველაფერი წინაა, მაგრამ როგორც მატიჩმა თქვა ასეთ მატჩებში ხდება გუნდი ჩემპიონი და უნდა ვაჯობოთ ჩვენს თავს და მოვიგოთ ასეთი მატჩები, ნექსტ სტოპ ბაზელ ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: solckiaeri
10 სექტემბერი 2017 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
ცდუა რომ ვერ მოვიგეთ მაგრამ რა უნდა ქნა ბიჭებმა ბევრი იშრომეს იბძოლეს მაგრამ ასე მოხდა ჰო მხითოს კიდევ ერთი ასისტი მაგარია
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
10 სექტემბერი 2017 07:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ასეთ თამაშებში არ უნდა დაიკარგოს ქულები, შარშან ზუსტად ეს პრობლემა იყო და იმედია მინიმუმამდე დაიყვანება ამ ტიპის თამაშებში ქულების განიავება
0
№4
ავტორი: ikeoni
10 სექტემბერი 2017 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
Magari nabozari gundia es stoki ra
0
№5
ავტორი: beqno2
10 სექტემბერი 2017 09:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
iluzia xo aravis qonda ro yvela tamashs movigebdit :) araushavs bichebo sharshan tu 1 0 vigebdit da bolo wuts gvitandnen egre xo agaraaa ukve 4 tamashia 2 golze naklebs ar vitant da ar inerviulot brdzola winaa kide vitamashebt fres da wavagebt kidec mtavaria sxvam meti waagos fexburtia da sxvasac gadaubrundeba fexi... wels gagvaxareben bichebi ai naxavt.
1
№6
ავტორი: kaxeti
10 სექტემბერი 2017 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სტოკიდან სამ ქულას, მე მგონი ვერავინ ვერ წამოიღებს!
0
№7
ავტორი: ROI
10 სექტემბერი 2017 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: kaxeti
სტოკიდან სამ ქულას, მე მგონი ვერავინ ვერ წამოიღებს!

Ai mec mase vpiqrob imena saxlis gundia eg dampali
0
№8
ავტორი: man21utd
10 სექტემბერი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
გასვლაზე სტოკთან ფრე არასდროსაა ცუდი შედეგი. ძალიან ბევრი დაკარგავს წელს მათთან ქულებს. მეორე გოლი რო გავიტანეთ სანამ საპასუხოს გაგვიტანდნენ აი მაშინ უნდა გაგვეტანა მესამეც და დაგვესრულებინა ყველაფერი თან შანსები და სივრცეებიც გვქონდა უკვე მაგრამ უაზროდ მოვხვდით 2-3 აფსაიდში
0
№9
ავტორი: giorgi_mg
10 სექტემბერი 2017 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სტოკი წელს კიდევ ბევრს გაამწარებს.
დიდი ვერაფერი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა რომ ბურთს ვფლობდით ფრე ლოგიკური შედეგია. დაცვამ ძალიან ცუდად ითამაშა, ასეთი შეცდომებით უკეთესი გუნდი მეტს გაგვიტანს

ერერას დაყენება თავიდანვე შეცდომა იყო, შეტევას ანელებს ეგ ბიჭი
0
№10
ავტორი: manfan
10 სექტემბერი 2017 12:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
არსებობს დაუწერელი კანონი რომ მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიანო, რა უნდოდა ამ ფილოსოფოს ჟოზეს, რატომ დააყენა ეს ტორმუზი ერერა ძირითადში ვერ გავიგე რა..თფუუუ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top