რომელუ ლუკაკუმ ინტერვიუ მისცა ტელეარხ BBC 2-ს,სადაც კერძოდ მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ ერწყმის ერთმანეთს ჟოზე მოურინიოს პიროვნებაში მომთხონვობა და სირბილე.
"ის სულ ასეთი იყო. მას უნდა დაინახოს საუკეთესო მის მოთამაშეებში, ყოველდღე არ აძლევს მის ფეხბურთელებს სულის მოთქმის საშუალებას ,როცა ისინი მოედანზე არიან, მას უნდა, რომ ფეხბურთელები ვარჯიშის დროსაც და მოედანზეც მთელი ძალებით დაიხარჯონ."
"მოედნის მიღმა ის ოჯახის წევრს ჰგავს. მოურინიო არის პიროვნება, რომელსაც შეგიძლია დაელაპარაკო, როცა გინდა, რომ მოგისმინონ."
"მე მასთან თამაშზე 11 წლიდან ვოცნებობდი და როცა მეორე შანსი მომეცა, შუძლებელი იყო არა მეთქვა და მე ამ შანსისთვის მისი მადლობელი ვარ."
"ყველამ იცის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ყოველთვის ბევრს ელიან და ასეთი ზეწოლის ქვეშ თამაში რთულია, მაგრამ მე ამისთვის მზად ვიყავი და უბრალოდ ველოდი ასეთი კლუბის მოთამაშედ გახდომას."