თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2017, 15:50
ავტორი: iuristi,
ნანახია: 1864,
კომენტარები: 8
"იუნაიტედმა" ახალი სკაუტი დანიშნა.
პეტრ სადოვსკი "იუნაიტედს" შეუერთდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავის სკაუტად პოლონური "ლეხის" ყოფილი ოპერაციული დირექტორი პეტრ სადოვსკი დანიშნა, რომელიც პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციაშიც მუშაობდა.

პოზნანის კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ყოფილ თანამშრომელს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა:
მადლობას ვუხდით პეტრს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ჩვენი თანამშრომლობის ორ წელიწადში გასწია. ამ პერიოდში ჩვენს აკადემიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა , რომლებმაც დადებითი ეფექტი მოახდინა და წარმატებულად შეფასდა. ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ და გვიხარია, რომ მისი "ლეხში" დაგროვილი გამოცდილება გამოადგება ისეთ ცნობილ კლუბს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

სადოვსკი 5 სექტემბერს შეუდგა მუშაობას.ის ახალგაზრდა ტალანტებს ისეთ ქვეყნებში მოძებნის, როგორებიცაა: პოლონეთი,ჩეხეთი, ხორვატია და ასე შემდეგ.

წყარო: http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: tedouglava
7 სექტემბერი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კარგიააააა
0
№2
ავტორი: man21utd
7 სექტემბერი 2017 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 201
პოლონელებით არ გაგვივსოს ახლა გუნდი wink
ზოგადად პოლონელი, ჩეხი, ირლანდიელი და შოტლანდიელი ფეხბურთელები უფრო პატიოსნები არიან ანუ ჰოლანდიელებს ბრაზილიელებს და პორტუგალიელებს არ გავთ მარტო რეალში ან ბარსელონაში გაქცევაზე რო უჭირავთ თვალი. დავამატებ თან უფრო ბრძოლისუნარიანებიც
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 სექტემბერი 2017 16:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია აღმოაჩენს ახალ ლევანდოვსკის wink
0
№4
ავტორი: sandroo
7 სექტემბერი 2017 16:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
saqartveloshic shemoiseirnos ertxel :D
0
№5
ავტორი: ikeoni
7 სექტემბერი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ლეხში დაგროვილი გამოცდილებით მანიუს როგორ დაეხმარება არ ვიცი პირიქით რო იყოს დაიჯერებდა კაციი wink წარმატებებიიი
0
№6
ავტორი: Phil Jones
7 სექტემბერი 2017 18:15
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: sandroo
saqartveloshic shemoiseirnos ertxel :D

ჩვენ ხინკალს თუ ვაჭმევთ თორე ფეხბურთლები სად არიან ჩვენთან ამ დონის რათქმაუნდა.
0
№7
ავტორი: kantona-7
7 სექტემბერი 2017 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: Phil Jones
ციტატა: sandroo
saqartveloshic shemoiseirnos ertxel :D

ჩვენ ხინკალს თუ ვაჭმევთ თორე ფეხბურთლები სად არიან ჩვენთან ამ დონის რათქმაუნდა.

სგ biggrin2 mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: giorgiginturi
7 სექტემბერი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
[quote=kantona-7][quote=Phil Jones][quote=sandroo]saqartveloshic shemoiseirnos ertxel :D[/quote]
ჩვენ ხინკალს თუ ვაჭმევთ თორე ფეხბურთლები სად არიან ჩვენთან ამ დონის რათქმაუნდა.[/quote]
სგ biggrin2 mocking2[/quot
მაგრად გაძღება გატყვრება და მანჩესტერიდანაც ააცმევინებენ.. wink აშკარად ეტყობა სიფათზეც ინტელიგენტი ლოთი. facepalm
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top