"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ "იუნაიტედს" ნეიმარის გაყიდვის შემდეგ რომ დაეწყო "ევერტონთან" ლუკაკუზე მოლაპარაკებები, ბელგიელის ფასი 150 მილიონ ფუნტამდე გაიზრდებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი ლუკაკუ ნეიმარის გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე 75 მილიონ ფუნტად შეიძინა.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჭკვიანურად მოვიქეცით, ვხვდებოდით, რომ შეიძლება ისეთი რამ მომხდარიყო, რაც ბაზარს სამუდამოდ შეცვლიდა. ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ფასების მხრივ თუ შევხედავთ უარესობისკენ.
ვფიქრობ, 31 აგვისტოსათვის ლუკაკუ 150 მილიონი ფუნტი იქნებოდა, მატიჩი კი 60-70 მილიონი. ხოლო რეკორდი თუ ისევ პოგბასი იქნებოდა, მაშინ "ლივერპული" კოუტინიოს 101 მილიონ ფუნტად გაყიდდა."- განაცხადა მურინიომ ინტერვიუში.