"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დეხეას მადრიდში დაბრუნება უნდა. ამ ინფორმაციას Daily Express-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მეკარე ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე ყოფნის დროს ამ თემაზე "მადრიდის რეალის" კაპიტანს, სერხიო რამოსს ესაუბრა. ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ მეკარემ რამოსს სთხოვა კლუბებს შორის მოლაპარაკებების დაწყების ინიცირება მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ დეხეა ახლოს იყო "რეალში" გადასვლასთან, მაგრამ მაშინ მხარეებმა ვერ განახორციელეს ტრანსფერი დოკუმენტების პრობლემების გამო.
ამ ზაფხულს იტყობინებოდნენ, რომ "რეალმა" განაახლა ინტერესი დეხეასადმი, მაგრამ ჟოზე მოურინიომ ეს ტრანსფერი დაბლოკა.