"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა, რომელმაც 2012 წელს "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თავისი ახლანდელი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შანსები შეაფასა.
"ჩვენს ძალაში დარწმუნებულებ ვართ. ყველაფერი გვაქვს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგასა და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. წინა სეზონში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ტიტული, რადგან რამდენიმე მატჩი ჩავაგდეთ, ახლა ყველაფერი შეიცვალა.
პირველი ის რომ ეს მოურინიოს მეორე სეზონი იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში, მეორე ის არის, რომ ახაწვეულებმა სრულად მოახდინეს ადაპტირება. ჩვენ ბევრად უფრო უკეთ ვუგებთ ერთმანეთს.
"სტოკთან" მატჩს რაც შეეხება, ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით სტუმრად, მაგრამ ჩვენ გამარჯვებების სერიის გაგრძელებას შევეცდებით.
ყველა მოთამაშე კმაყოფილია სტარტით, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ამიტომ ღრუბლებში ფრენა არ არის საჭირო. ჩვენ დამაჯერებლად ვთამაშობთ, მაგრამ ეს მხოლოდ ცხრა ქულაა სამ მატჩში. უფრო მეტი წინ გვაქვს"- განაცხადა ესპანელმა.
წინა სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერ ლიგაში 14 მატჩი ფრედ დაასრულა.ბევრი მოთამაშე და ჟოზე მოურინიოც ამბობდნენ, რომ გუნდს არ უმართლებდა. მატა ამ აზრს იზიარებს და ამბობს, რომ ამის გარეშე გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს.
"ვფიქრობ ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ახალწვეულებიც შეეწყვნენ გუნდს, რამდენიმე ძლიერი მოთამაშეც გვყავს, მაგრამ საქმე ფეხბურთთან გვაქვს. აქ გამოცნობა სისულელეა. ჩვენ ძალიან გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ ამ ტურნირზე უდიდესი კონკურენციაა და გამარჯვება ძნელი იქნება.
ჩემი აზრით ბედმა უნდა გავიღიმოს. შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ რა უნდა ქნა თუ არ გაგიმართლებს?"-განუცხადა ნახევარმცველმა ESPN FC-ს.