როგორც The Daily Mail-ი წერს "მანჩესტერ იუნაიტედი" კარინგტონის ბაზის დაცვის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს.
იგეგმება სპეციალური ბლოკატორების დაყენება, რომლებსაც შეუძლიათ მანქანის დაჯახებით გამოწვეული ტერორისტული შეტევისგან დაცვა. ასევე იგეგმება შლაგბაუმების და ფოლადის 3.5 მეტრიანი კარის დადგმაც. ეს გეგმა უკვე დასამტკიცებლად ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეგზავნა.
კლუბის პრეს-მდივნის განცხადებაში ნათქვამია:"ჩვენ გავატარეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს უსაფრთხოების დონის ამაღლებას, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაირ ცნობილ კლუბს სჭირდება. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბაზის ყველა ვიზიტორი კონტროლზეა და ასევე იმაშიც, რომ კომპლექსი სრულიად დაცულია."
როგორც იტყობინებიან, ამ ღონისძიების გატარება პოლიციის მერ იმ კლუბების მფლობელებთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომლებიც შეიძლება ტერორისტების სამიზნედ იქცეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდი პოპულარობა და ცნობადობა კლუბს ამ საფრთხის წინაშე აყენებს.