ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი მათი საუკეთესო მცველია. ტრამვები ჯონსს ხელს უშლიან იმაში, რომ თავის კლუბსა და ნაკრებს უფრო ხშირად დაეხმაროს, ამიტომ საუთგეიტი გახარებულია, რადგან მას ჯონსის ნიჭის გამოყენება სლოვაკეთთან მატჩში შეუძლია.
"არამარტო ამ სეზონში, არამედ წინა სეზონის დიდ ნაწილში ფილ ჯონსი საუკეთესო იყო. ის შესანიშნავად მუშაობს ბურთთან, კარგად კითხულობს თამაშს, აგრესიული სტილიც აქვს, რაც მე ძალიან მომწონს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს."
"მე კარგად მახსოვს მისი მატჩი ესპანეთთან კაპელოს დროს. ამის მერე კლუბში და ნაკრებში ბევრი რამ გამოიარა და კარგია, რომ ჩვენ მისი გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს, მალტასთან მატჩში მან აჩვენა, თუ რას აძლევს ის ნაკრებს." - ციტირებს საუთგეიტს Sky Sports.