"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ყოფილმა შემტევმა, კლუბის ახალწვეულ რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა. რუნი თვლის, რომ ლუკაკუ არის ის, რაც "იუნაიტედს" სჭირდებოდა, მისი აზრით, ის იყო საუკეთესო ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად.
ლუკაკუმ ბელგიის შემადგენლობაში გიბრალტარის წინააღმდეგ თავი გამოიჩინა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, რუნი დარწმუნებულია, რომ იუნაიტედის შეტევა საიმედო ხელშია.
''ლუკაკუ არის ძლიერი, სწრაფი და კარგი შემსრულებელი, მას გააქვს გოლები, ასე რომ "იუნაიტედი" მისი შეძენით საგრძნობლად გაძლიერდა'' - განაცხადა რუნიმ.