"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ, გუშინ იტალიასთან გამართულ შეხვედრაში ესპანეთის კარი მშრალად შეინახა, რის შემდეგაც MUTV-ის ინტერვიუ მისცა.
დე ხეას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს, როდესაც ხალხი მას ასახელებს მსოფლიოში საუკეთესოდ, რაზეც უპასუხა, რომ იგი ძალიან ამაყია ამით და ძალიან მოსწონს, მაგრამ მან კონცეტრირება ვარჯიშზე უნდა მოახდინოს და კვლავაც აჩვენოს მისი მაქსიმუმი.
''როდესაც ახალგაზრდა ხარ, მომავალზე არ ფიქრობ ბევრს, შენ უბრალოდ თამაში მოგწონს მეგობრებთან ერთად. ასაკის მატებასთან ერთად კი უკვე გსურს ითამაშო საუკეთესო კლუბში, ისეთში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".
როდესაც მე 15-16 წლის ვიყავი, ვხვდებოდი, რომ შემეძლო მეთამაშა მაღალ დონეზე, ფეხბურთთან ერთად ვთამაშობდი ჩოგბურთსაც და კალათბურთსაც, თუმცა ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი ვიყავი. ფეხბურთი ისაა, რაც მიყვარს.'' - განაცხადა დე ხეამ
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.