"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის ნახევარმცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარის წესით ესპანურ "ვალენსიას" შეუერთდა.
მოურინიო: "ანდრეასი უკვე ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი განვითარების შესაძლებლობით, მას დიდი პოტენციალი აქვს. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ის კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება"
პერეირა: "მოხარული ვარ, რომ ამ დოდებულ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. მწვრთნელი ახალ გუნდს აშენებს და მინდა, რაც შეიძლება მალე გავხდე ამის ნაწილი."