დღეს "ოლდ ტრაფორდი" ლეგენდების მატჩს უმასპინძლებს. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" ლეგენდები საპასუხო შეხვედრას გამართავენ. წინა შეხვედრა "ნოუ კამპზე" გაიმართა, სადაც მანჩესტერელებმა 1-3 იმარჯვეს.
მატჩი ბარსელონასა და მანჩესტერში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. ფეხბურთელები შავი სამკლაურებით ითამაშებენ. შეხვედრა კი წუთიერი დუმილით დაიწყება.
"იუნაიტედის" შემადგენლობაში მოედანზე იასპერ ბლუმკვისტი, უეს ბრაუნი, დენის ირვინი, პარკ ჯი-სუნი, კარელ პობორსკი, ლუის საა, მიკაელ სილვესტრი, ედვინ ვან დერ სარი, რუდ ვან ნისტერლოი, დუაიტ იორკი და სხვები გამოვლენ. გუნდს ბრაიან რობსონი უთავკაცებს.
შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.