"მანჩესტერ იუნაიტედის" სამი ფეხბურთელი, ფილ ჯონსი, რომელუ ლუკაკუ და ჰენრიხ მხითარიანი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი.
ექვსკაციან სიაში ასევე ალვარო მორატა, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი და ჯონას ლოსლი არიან წარდგენილნი.
თვის საუკეთესო ფეხბურთელს პრემიერ ლიგის ოფიციალურ საიტზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, თუმცა მხოლოდ გულშემატკივართა ხმა არ გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. არჩევანს პრემიერ ლიგის ექსპერტები და გუნდის კაპიტნებიც გააკეთებენ.
ხმის მიცემა 4 სექტემბერს შეწყდება, გამარჯვებული კი 8 სექტემბერს გამოცხადდება.