"ევერტონის" თავდამსხმელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე უეინ რუნი პოლიციამ 31 აგვისტოს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ეჭვის გამო დააპატიმრა .სამართალდამცველებმა ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მისი საცხოვრებელი ადგილიდან არც ისე შორს, ჩეშირის საგრაფოში დააკავეს, იტყობინება Daily Mail-ი.
23 აგვისტოს რუნიმ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ოფიციალურად განაცხადა. მან ნაკრებში 119 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. რუნი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია და ჩატარებული მატჩებით კი მხოლოდ პიტერ შილტონს ჩამორჩება, რომელსაც ნაკრებში 125 მატჩი აქ ჩატარებული.