პრემიერ ლიგის მე-3 ტურში "ლესტერ სიტის" დამარცხებით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. მანჩესტერელებმა კვლავ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.
ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2005/2006 წლის სეზონში ჰქონდა. "წითელმა ეშმაკებმა" "ევერტონი", "ასტონ ვილა" და "ნიუკასლი" დაამარცხეს, თუმცა ეს სერია "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში შეწყდა, ფერგიუსონის გუნდმა მატჩი ფრედ, 1-1 დაასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი უკვე 15 დღეა, რაც პრემიერ ლიგას სათავეში უდგას, რაც იმაზე დიდი დროა, ვიდრე გასულ ორ სეზონში დაფიქსირებული შედეგი.
მოურინიოს გუნდი მომდევნო შეხვედრას "სტოკ სიტისთან" გამართავს, სადაც მოგებათა და მშრალი სერიის გაგრძელებას შეეცდება. შეხვედრა 9 სექტემბერს, 20:30 წუთზე დაიწყება.