ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ხუთშაბათს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მას შემდეგ, რაც 2016/17 წლების სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პირას არის.
გუნდში ახალხანს დაბრუნებულმა შვედმა ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხი მას ხშირად არ აფასებს.
"ვფიქრობ, ეს სეზონი მხითარიანის იქნება. მას შესანიშნავი სტარტი აქვს. ხალხი ამ ფეხბურთელს ხშირად არ აფასებს, რადგან ის ისეთი ვარსკვლავი არაა, როგორებიც ჩვენი სხვა ფეხბურთელები. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ მხითარიანი წარმოშობით პატარა ქვეყნიდანაა. ახალ სეზონში კი, ის თავის მაღალ დონეს ყველას დაუმტკიცებს.
თუმცა, თუ მხითარიანი პასებს არ მომცემს, ის არ ითამაშებს. ვხუმრობ." - განაცხადა ზლატანმა.
შეგახსენებთ, რომ სომეხმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის საწყის ორ შეხვედრაში 2-2 საგოლე გადაცემა მიითვალა.