თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2017, 20:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2181,
კომენტარები: 6
მოურინიო ტრავმირებული ტრიოს შესახებ
ჟოზემ გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.
მოურინიო ტრავმირებული ტრიოს შესახებ
ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" 23-წლამდელთა გუნდში თამაშის შემდეგ ეშლი იანგი უფრო ახლოს არის ფორმის სრულად აღდგენასთან, ვიდრე ლუკ შოუ.

ამ ორმა ფეხბურთელმა 59 წუთი ითამაშა "სუონსი სიტის" ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ ფრედ 1-1 დასრულებულ მატჩში, რომელიც "ლეი სპორტს ვილიჯზე" გაიმართა და ეს იყო პირველი შეხვედრა ზაფხულში დაწყებული გამოსაჯანმრთელებელი შრომის შემდეგ. ასეთი ახალი ამბავი კარგია მწვრთნელისთვის, რომელსაც სექტემბერში უამრავი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

იანგიც და შოუც მონაწილეობდნენ სამშაბათს დილას გამართულ ვარჯიშში, რომელსაც ასევე მარკოს როხო დაესწრო. არგენტინელი ფეხბურთელი მარტის შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლა.

"იანგი უფრო მალე დაბრუნდება, ვიდრე ლუკი. სექტემბერში შვიდი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი სამ სხვადასხვა ტურნირზე, ზოგჯერ ორი დღე გვაქვს მხოლოდ მატჩებს შორის, ასე რომ, ჩვენი ბიჭები გვჭირდება. ყველა გვჭირდება."


რაც შეეხება როხოს, მწვრთნელმა განაცხადა: "არც აქ არის შეფერხება. მის სირბილს რომ ვუყურებ, მომწონს. სულაც არ ჰგავს იმ ადამიანს, ვისაც ტრავმა აქვს. არავითარი კოჭლობა არ შეინიშნება, არავითარი ტრავმის დეტალები, მაგრამ ეს მხოლოდ სხეულის ენაა, ეს მხოლოდ პირდაპირი გარბენია. ფეხბურთი კი განსხვავდება, დროს პატივი უნდა ვცეთ და დრო მარკოსს გუნდში დეკემბერში დააბრუნებს, არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Red__Devil
25 აგვისტო 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
იანგს რა უნდოდა 23 წლამდელებში?
1
№2
ავტორი: ikeoni
25 აგვისტო 2017 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Roxosac Ra rtuli tramva aqvs(((
0
№3
ავტორი: dzia_David
25 აგვისტო 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: Red__Devil
იანგს რა უნდოდა 23 წლამდელებში?


3 პეხბურტელს აქვს უფლება ხოლმე ახალგაზრდულში თამაშის. თავის დროზე ვან პერსიც უბერავდა ჩვენთან ერთი პერიოდი
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 აგვისტო 2017 00:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შოუს და როხოს დაბრუნება საიჭიროა განსკუთრებით, დაცვაში ჩნდეა ხოლმე პრობლემები სეზონის განავლობაში
0
№5
ავტორი: temo-scholes
26 აგვისტო 2017 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
არცერთი არაა გასაყიდი და ყველა გამოგვადგება წელს მითუმეტეს...<3
0
№6
ავტორი: Svanchester
26 აგვისტო 2017 00:54
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
გამოჯამრთელება ბიჭებს ჩვენ წინ დიდი სეზონი გველოდება გამარჯვების დროა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top