თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2017, 20:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 8
როდის შეძლებს ზლატანი თამაშს
მოურინიომ შვედის შესახებ ახალი ამბავი გაავრცელა.
როდის შეძლებს ზლატანი თამაშს
ჟოზე მოურინიო უარს აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელებაზე, მაგრამ იმედს გამოთქვამს, რომ შვედი შობის შემდეგ თამაშს შეძლებს.

იბრაჰიმოვიჩმა ხუთშაბათს ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "იუნაიტედთან" მას შემდეგ, რაც 2016/17 წლების სეზონში უმძიმესი ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელების პირას არის.

სწორედ ეს თემა იყო განხილვის საგანი დღეს გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, რომელზეც მწვრთნელმა დაადასტურა, რომ შვედი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში იქნება.

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის მზად არ იქნება, არა მგონია, ამის შანსი არსებობდეს.

გვაქვს თუ არა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მისი ადგილი? დიახ, გვაქვს, ასე რომ, არ დაგვჭირდება ვინმეს დატოვება ჩემპიონთა ლიგის სიის მიღმა. მაგრამ ზლატანთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე თამაშს არ ვგეგმავ. იმედი მაქვს, პლეი-ოფის რაუნდში იქნება, მაგრამ ამისთვის საუკეთესო ორ გუნდს შორის უნდა მოვხვდეთ."


როცა ჰკითხეს, ზლატანი რეალურად როდის დაბრუნდება, მოურინიომ უპასუხა: "ამაზე ფიქრი არ მინდა. არც კი მიკითხავს, ამაზე მასთან არ მილაპარაკია, სამედიცინო ჯგუფს ამაზე არ ველაპარაკები. მე მხოლოდ ვფიქრობ, რომ სეზონის მეორე ნაწილში ჩვენთვის დამატებითი ფეხბურთელი იქნება.

როცა ვამბობ სეზონის მეორე ნაწილს, ჩვეულებრივ იანვარს ვგულისხმობთ, შობის შემდეგ პერიოდს, როცა სატრანსფერო ფანჯარა ხელახლა იხსნება. მაგრამ წარმოდგენა არა მაქვს და ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუკი ამაზე საერთოდ არ ვიფიქრებ და მას თავისი საქმის კეთებას ვაცდი ეტაპობრივად და უკან მაშინ დავაბრუნებ, როცა მართლაც მზად იქნება."


მოურინიო მოხარულია, რომ იბრაჰიმოვიჩის სამსახურით სარგებლობის საშუალება ისევ მიეცემა და 35 წლის ფეხბურთელის მონდომება და შრომისუნარიანობა შეაქო.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან არის, ვინაიდან ეს მიჩვენებს ფეხბურთელისა და კლუბის ერთგულებას. ფეხბურთელის ერთგულებას იმიტომ, რომ ძალიან ადვილად შეეძლო დაგვმშვიდობებოდა და ეს რომ ეთქვა, საკმარისი იყო ერთი ევროპული ტურნირი, "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატება, მძიმე ტრავმა, ნახვამდის. მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

მას თავისი ოცნებების ახდენა და უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში სურს, ასე რომ, ეს მოთამაშის პიროვნულობისა და ხასიათის ერთგულებას აჩვენებს.

ეს აჩვენებს კლუბის ერთგულებასაც - "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსმა კლუბმა, ჩემი აზრით, უნდა აჩვენოს, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს და ეს დიდი, დიდი დეტალია. ფეხბურთელს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით იღებს ტრავმას და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იბრძვის, კლუბი მხარში უნდა დაუდგეს და ძალიან ბედნიერი ვარ კლუბითა და ფეხბურთელით."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
25 აგვისტო 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Darwmunebuli var vadaze adre dabrundeba
0
№2
ავტორი: Red__Devil
25 აგვისტო 2017 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
დიდად არ მახარებს რომ ლუკაკუ შეგვეზღუდება ამის გამო მარა ყველაფერი შეიძლება მოხდეს სეზონის პირველ ნახევარში და თუ მეორეში ისევ დატვირთული გრაფიკი გვექნება შეიძლება იბრამ კაი საქმე გაგვიკეთოს
0
№3
ავტორი: kobinio
25 აგვისტო 2017 23:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Red__Devil
დიდად არ მახარებს რომ ლუკაკუ შეგვეზღუდება ამის გამო მარა ყველაფერი შეიძლება მოხდეს სეზონის პირველ ნახევარში და თუ მეორეში ისევ დატვირთული გრაფიკი გვექნება შეიძლება იბრამ კაი საქმე გაგვიკეთოს

არამგონია ლუკაკუ შეიზღუდოს უფრო ლუკაკუს უკნიდან კაი პასებით მოამარაგებს მგონია
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
25 აგვისტო 2017 23:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოუს ლაპარაკი არ ეშლებ :))
0
№5
ავტორი: stepno
26 აგვისტო 2017 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
aman es erti weli tu gamojanmrtwlwbas moandoma ra gamovida :(
0
№6
ავტორი: Svanchester
26 აგვისტო 2017 00:55
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
იბრას დაბრუნება ძაან მიხარია ძაან
1
№7
ავტორი: dachi_mu
26 აგვისტო 2017 06:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუ რას უგვარებს lol
0
№8
ავტორი: mufc1878
26 აგვისტო 2017 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იბრა შე დინოზავრო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top