პოლ პოგბა UEFA-ს ევროპა ლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია.
ფრანგი ნახევარმცველი მონაკოში დღეს გამართულ ცერემონიაზე დააჯილდოეს გამოკითხვის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და პლუს 55 ჟურნალისტმა.
ნომინანტთა შორის იყვნენ ჰენრიხ მხითარიანი და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, მარკუს რეშფორდმა კი მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო "იუნაიტედის" კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ - მეშვიდე. "გმადლობთ", განაცხადა პოგბამ, რომელიც ცერემონიას არ დასწრებია, მაგრამ ჯილდო მიმდინარე კვირაში მიიღო. "მართლაც ვამაყობ, რომ მე ვარ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც UEFA-ს ევროპა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. იმედი მაქვს, ეს სეზონი ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა - ვნახოთ!"