ინგლისის ეროვნულ ნაკრებში "იუნაიტედის" ოთხი მოთამაშე მოხვდა.
ინგლისის ნაკრებს მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეითმა დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში, "მალტასა" და "სლოვაკეთის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან ეროვნულ ნაკრებში ოთხი მოთამაშე, ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი, ჯესი ლინგარდი და მარკუს რეშფორდი არიან გამოძახებულნი.
"სამი ლომი" 1 სექტემბერს "მალტას" ესტუმრება, ხოლო სამი დღის შემდეგ "უეიმბლიზე" "სლოვაკებს" უმასპინძლებს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განაცხადის 28-ვე მოთამაშე პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.
მეკარე: ჯო ჰარტი (ვესტ ჰემი), ჯეკ ბუტლანდი (სტოკი), ჯორდან პიქფორდი (ევერტონი), ტომ ჰიტონი (ბარნლი).
დაცვა: რაიან ბერთრანი (საუთჰემპტონი), აარონ კრისველი (ვესტ ჰემი), გარი კეჰილი (ჩელსი),
ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჰარი მაგუაირი (ლესტერი), ჯონ სტოუნსი, კაილ უოლქერი (მანჩესტერ სიტი), მაიკლ კინი (ევერტონი), კირან ტრიფერი (ტოტენჰემი).
ნახევარდაცვა: ერიკ დაიერი, დელე ალი (ტოტენჰემი), ნათანიელ ჩალობა (უიტფორდი), ჯეკ ლივერმოლი (ვესტ ბრომვიჩი), ჯონათან ჰენდერსონი (ლივერპული), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ოქსლეიდ ჩემბერლენი (არსენალი),
ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი).
თავდასხმა: მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბექი (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), ჯერმენ დეფო (ბორმუთი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული).