"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბში დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში ამჟერად 10 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ნომერს კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, უეინ რუნი ატარებდა.
შვედმა ფეხბურთელმა კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერულ კლუბს გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ 35 წლის შვედმა 46 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლის გატანაც მოახერხა.
ოფიციალური საიტი გვთავაზობს ვიდეოს, სადაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის მანჩესტერული კარიერის 20 საუკეთესო მომენტია შესული.