გუშინ საღამოს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის მე-3 რაუნდის კენჭისყრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქის ვინაობა გამოვლინდა. "წითელი ეშმაკები" გათამაშების პირველ შეხვედრას "ოლდ ტრაფორდზე", "ბარტონის" წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული შეხვედრები 18 სექტემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონში "იუნაიტედი" აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული გახდა, ფინალში მათ "საუთჰემპტონი" დაამარცხეს.