ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა უეინ რუნიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. გთავაზობთ რუნის განცხადებას:
"გარეტ საუტგეითმა დამირეკა და მითხრა, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვიყავი."
"ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ დიდხნიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და გარეტს ვუთხარი, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას ვაპირებდი."
"ეს ძალზედ რთული გადაწყვეტილებაა, მე ამის შესახებ კლუბის წარმომადგენლებთან და ოჯახის წევრებთან უკვე მქონდა საუბარი."
"ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ წასვლის დროა."
"ჩემთვის რთული იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება, მაგრამ "ევერტონში" დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იყო და ახლა მინდა, რომ მთელი ჩემი ენერგია და მონდომება "ევერტონს" შევალიო."
"ჩემი მთავარი იმედგაცრუება არის ის, რომ მე არ ვყოფილვარ ინგლისის ეროვნული ნაკრების წარმატების ნაწილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ნაკრები დიდ წარმატებებს მიაღწევს. მე ყოველთვის ვიქნები მისი დიდი გულშემატკივარი."